გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ორი მატჩის ჯამში ტირასპოლის "შერიფი" 4:3 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენციაზე კომენტარი მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველი ათი წუთის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, რომ მეორე ტაიმში საკუთარი თამაში აჩვენეს და შედეგს მიაღწიეს.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თავიანთი თამაში უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი არ გვიჩვენებია - ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაში პირდაპირ ხშირად გადავდიოდით. მეორე ტაიმში მეტოქეს მოთამაშე გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაცაა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდდნენ და თავიანთი თამაში აჩვენეს.

"შერიფს" ჩვენზე
დიდი ფინანსური რესურსი აქვს და უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანა შეუძლია, თუმცა ჩვენ ჩვენივე აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით ვჯობივართ.

მაგალითად, რიბეიროს გადაბირება მეც მინდოდა და მათაც. სხვაობა ესაა, ისინი ყიდულობენ, ჩვენ ვეძებთ უკლუბო მოთამაშეებს. ჩემპიონატის მომენტიცაა.

ხორვატიის დონის ქვეყანა რომ გავხდებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ, მაშინ შეგვიძლია შევეჯიბროთ მათ. აქ სხვა განზომილებაა. ახლავე ვამბობ, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ. არც "შერიფთან" გვეგონა, რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავედით".




მკითხველის კომენტარები / 22 /
ეროვნული ნაკრები ხო გავიდა))))ანუ რას ვიძახი სახლში 1-0 მოვიგეთ და 2-1 გასვლა წავაგეთ ხორვატიასთან და გავედით რააა)))ეგრე გვინდა აქაც)))ხორვატიის ეროვნულისთვის უფრო რთული მოსაგები არაა ვიდრე ზაგრებისთვის,დადებითი ბალანსი გვაქ,წინ საბურთალოოოოოო!!!
დავით
17 ივლისი 2019 12:54
0
უფრო კვალიფიციურ ფეხბურთელს საქართველოში ვინ გააჩერებს.ნახე რა ამბავია რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიაზე,თან სერიოზულ ხელფასს უხდიან.ამ ბიჭებმა კი პირველი თამაში სერიოზულად კარგ დონეზე ჩაატარეს.
ლაპარაკი ადვილია
17 ივლისი 2019 12:29
1
მარგველაშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი... ძალიან დაბალი დონეა, აღარც ძალიან ახალგაზრდები არიან უკვე და აღარც პერსპექტივა აქვთ. აი ამ ფეხბურთელების ნაცვლად სასწრაფოდაა მოსაძებნი უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები
superman
17 ივლისი 2019 11:08
0
აბსოლუტურად გეთანხმები და იგივე უნდა დამეწერა. ეს ოთხი მოთამაშე დანარჩენებს კლასით ჩამოუვარდება და თუ უნდა კლუბს თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა, სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს ამათი შემცვლელები
Fani
17 ივლისი 2019 12:05
0
დაცვას მიხედე,დაცვას თორემ გავნადგურდებით.ისე ამდენი ქებადიდება 1-3-ის წაგებული თამაშის შემდეგ რა საჭიროა.
მეტი მობილიზაცია.
17 ივლისი 2019 11:00
3
ყველას გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გასვლას! რა სისწრაფეებზეც "შერიფმა" პირველი 10 წუთი ჩაატარა, რომ არ დაღლილიყვნენ და იგივე ტემპი თამაშის ბოლომდე შემოეთავაზებინათ ჩვენი ბიჭები ვერ გაუძლებდნენ. უკვე რამდენი წელია ქართულ კლუბებს ვთავაზობ მაღალ ტემპში 2 ტაიმის თამაშისათვის საჭირო სირბილის ტექნიკის სწავლებას, მაგრამ ეტყობა ჯერ არ სჭირდებათ. "საბურთალოს" კი შემდეგი ეტაპის გავლას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
17 ივლისი 2019 10:10
0
უკვე რამდენჯერმე ჩავატარე მსგავსი ვარჯიში რამდენიმე კლუბში. ყველამ აღნიშნა სწრაფი შედეგი, მაგრამ არ გამოიყენეს. მაგიტომაც ვწერ ჯერ არ სჭირდებათ თქო!
სოსოს!
17 ივლისი 2019 18:45
0
გუჯა,ამდენი ხანია ამას ლაპარაკობ და არავის უნდა შენი მოსმენა.იქნება ერთ რომელიმე კლუბს,შესთავაზო და უფასოდ ჩაუტარო ეს კურსი.შედეგს რომ დაინახავენ,შემდეგ მოთხოვნაც გაჩნდება.შენც იხეირებ და ქართული ფეხბურთიც.დაფიქრდი ამაზე,თორემ წლები გადის.აქ მოთამაშე ფეხბურთელებს უნდა ჩაუტარო ეს გაკვეთილები,რომ სხვებმაც ნახონ და დარწმუნდნენ შენ სიმართლეში.მნიშვნელობა არ ექნება რა დონის გუნდი იქნება,მთავარია,რომ სხვაობა დაინახონ სწავლების კურსის შემდეგ.
სოსო
17 ივლისი 2019 12:51
0
ეგრე გვეგონა შერიფზეც, და თავიდან ეგრე გვგონია უმეტეს გუნდზე, მაგრამ თამაშის შემდეგ ასე ვამბობთ, რომ შეიძლება ამა თუ იმ გუნდის ძლევა. ჰოდა მთავარია ბიჭებმა გრანდად არ ჩათვალონ ზაგრების დინამო და ისე დაუძაბავად და ლაღად ეთამაშონ როგორც ეს გააკეთეს შერიფთან გასვლაზე და შედეგიც თავისით მოვა....!...
ბიჭებო ზაგრების დინამო ერთი ჩვეულებრივი გუნდია!!!
buba
17 ივლისი 2019 09:54
0
წარმატებებს გისურვებთ, შენ ხარ არაჩვეულებრივი, საუკეთესო და საოცნებო მწვრთნელი, ეს არის ყველა შენი მოთამაშის აზრი, შენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი!
და კლუბის მესვეურებმა იქნებ გაანძრიონ ერთი ადგილი (ან ტვინი) და ცოტა მეტად დაუდგნენ გვერდში ბავშვებსაც და დიდებსაც, შედეგი და დროშის ფრიალი რომ გინდათ, ეგრე არაა, ცოტა ჯიბე უნდა ამოიტრიალოთ, მარტო ფულის შოვნაზე რომ ხართ გადასული!!!!!!!!!!!
გიორგი ჭიაბრიშვილს
17 ივლისი 2019 09:29
1
ვფიქრობ შერიფმა შეცდომა დაუშვა(ჩვენდა საბედნიეროდ),სამი გოლის გატანის შემდეგ დაწოლა რომ შეამცირა და მაშინვე მეოთხე გოლის გატანაზე არ იზრუნა.ბრინჯივით დაბნეული ჩვენი ბიჭების კარში მეოთხე გოლის გატანა ძალიან ძნელი არ იქნებოდა,მაგრამ მათაც ჩათვალეს,რომ ეს დროის საკითხი იყო და საბურთალო გონზე ვერ მოვიდოდა,ჩვენმა მეკარემაც მაგრად ივაჟკაცა,ცოტა გუნდიც აზრზე მოვიდა და ამის გაკეთება ვეღარ შეძლეს.შესვენებაზე კი ჭიაბრიშვილმა ივაჟკაცა და გუნდი მიწაზე მყარად დააყენა.არა მგონია ეს ბევრს მოეხერხებინა.რეალურად გამოჩნდა,რომ ამ ეტაპზე საბურთალო შერიფს სჯობია,თუმცა თავისი თავის რწმენა აკლია და რა თქმა უნდა გამოცდილება.საბურთალოში განსაკუთრებით გამოვყოფ გიგინეიშვილს და კოხრეიძეს.ამ ორმა კაცმა გადაგვატანინა უმძიმესი პირველი ტაიმი და თავისი დაუოკებელი ბრძოლის სურვილით,თანდათან ჩააქრო სტუმრების აგრესია.კოხრეიძე იყო ის კაცი,მთელი თამაში რომ ბოჭავდა მეტოქის დაცვას და სამწუხაროა, ზაგრებთან პირველ თამაშში რომ არ გვეყოლება.ზაგრების დინამო რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი გუნდია,გამოცდილ გამობრძმედილი,მაგრამ ჯერ ვერ იქნებიან სათანადო ფორმაში,თანაც მათ,ყოველთვის ჰყავთ ხოლმე შემადგენლობაში თუნდაც ძალიან ნიჭიერი,მაგრამ გამოუცდელი რამდენიმე ფეხბურთელი.ამასთან საპასუხო მატჩი ზაგრებში,უმაყურებლოდ ჩაივლის და ესეც დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის,იქაური მაყურებელი ხომ საშინელ დაწოლას ახორციელებს მსაჯებზე და მეტოქეზე.ასე რომ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ და მეტოქეს დაბლიდან არ უნდა ვუყუროთ.სხვათა შორის ეს, შერიფთანაც იგრძნობოდა.კაცნაკლულებთან მაინც შიშით ვთამაშობდით და უკან დავიწიეთ.კარგია,თუ ეს მსაჯის შიში იყო,ის ხომ საკვანძო მომენტებში მეტოქის მხარეზე იყო და ორი პენალტი არ დანიშნა,მაგრამ ჩვენებს კიდევ უფრო აქტიურად უნდა შეეტიათ.დავიჯერო დაიღალნენ?მაგრამ პირველ ტაიმში ხომ თითქმის არ გვითამაშია.ალბათ მაინც გოლის გაშვების შიში იყო.ასეა თუ ისე,საბურთალოს მომდევნო წრეში გასვლას ვულოცავ და ვუსურვებ ზაგრებთან თამაშამდე გააცნობიერონ ის გამოცდილება,რაც ამ თამაშში მიიღეს.ის,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,რაც გინდა უიმედო ჩანდეს სიტუაცია.ეს შერიფმა დაანახა ძალიან კარგად და კიდევ ის,რომ ითამაშე შენი თამაში და ყველაფერი გამოგივა.ეს უკვე თვითონ ჩვენი ბიჭების გამოცდილება.არავისი არ უნდა გეშინოდეს,მეტოქეც ადამიანია და ისიც ცდება,სტკივა,იღლება და აქვს ემოციები,ამიტომ თამაში და ბრძოლა,ყველასთაბ შეიძლება.
სოსო
17 ივლისი 2019 09:29
0
გიორგი, ყოველთვის ძალიან ნიჭიერ მწვრთნელად მიგიჩნევდი. ასეც არის. გილოცავ მეორე წრეში გასვლას, შენც და მთელ გუნდს. მაგრამ ეს ბოლო ფრაზა რაღაა: "არც "შერიფთან" გვეგონა რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავედით". დინამოს, ძველ დინამოს, რასაკვირველია, არც გადარებთ. მაგრამ, იუგების ყველა გუნდს ვჯობნიდით ადრე. მოლდავეთზე კი ლაპარაკიც არ იყო, ჩვენი ბულკები იყვნენ (თუმცა კარგად მახსოვს პირველი შესარჩევი). რაღა აზრი აქვს თამაშს, თუ გასვლის იმედი არ გაქვს?
alexandre
17 ივლისი 2019 09:23
1
ზაგრების დინამოს ვერ გაცდება, თუმცა კაეგი იქნება თუ ასე გააგრძელებნ გაზრდას და არ დაიშლება გუნდი
uchivle
17 ივლისი 2019 08:23
6
რატომ უნდა დაიშალონ, რას ითარსები, გაამხნევე თუ შეგიძლია
uchivle-ს
17 ივლისი 2019 11:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული