გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ორი მატჩის ჯამში ტირასპოლის "შერიფი" 4:3 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენციაზე კომენტარი მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველი ათი წუთის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, რომ მეორე ტაიმში საკუთარი თამაში აჩვენეს და შედეგს მიაღწიეს.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თავიანთი თამაში უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი არ გვიჩვენებია - ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაში პირდაპირ ხშირად გადავდიოდით. მეორე ტაიმში მეტოქეს მოთამაშე გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაცაა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდდნენ და თავიანთი თამაში აჩვენეს.

"შერიფს" ჩვენზე
დიდი ფინანსური რესურსი აქვს და უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანა შეუძლია, თუმცა ჩვენ ჩვენივე აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით ვჯობივართ.

მაგალითად, რიბეიროს გადაბირება მეც მინდოდა და მათაც. სხვაობა ესაა, ისინი ყიდულობენ, ჩვენ ვეძებთ უკლუბო მოთამაშეებს. ჩემპიონატის მომენტიცაა.

ხორვატიის დონის ქვეყანა რომ გავხდებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ, მაშინ შეგვიძლია შევეჯიბროთ მათ. აქ სხვა განზომილებაა. ახლავე ვამბობ, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ. არც "შერიფთან" გვეგონა, რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავედით".




მკითხველის კომენტარები / 22 /
Ra tqma unda gilocavt da madloba bichebs. Chiabrishvils did pativs vcem, magari pirovnebaa da tavis saqmis mcodne. Ubralod gulsatkeni is iyo, rom wyevlasavit dagvyveba es uazro shecdomebi. Sherifma 11 wt. 3 burti vis vis da saburtalos ar unda gautanos. Lamis guli gamicherda. 90 wt nawvalebi 11 wt rom gavaniavet. Gia swors ambobda rom aq magar tamashs itamashebs sherifio. Margar madloba xmert. Bichebs da stafs. Gilocavt....
Vano
17 ივლისი 2019 08:07
0
რა ჩმორული ფილოსოფიაა ეს??? ზაგრების დინამო რა გუნდია ასე რომ ილაპარაკო? მესმის დორტმუნდი ან ჩელსი იყოს ,საშუალო ევროპულიც არაა,ბიჭებო თქვენ ყველაზე მაგარი ფეხბურთელიბი ხართ და ზაგრებსაც დაანგრევთ
paladin
17 ივლისი 2019 04:51
7
ცენტრფორვარდი სჭირდება უფრო აქტიური, როლოვიჩი დიდი ვერაფერი და გაბედავაც აშკარად ფორმაში არაა.
ჯონი
17 ივლისი 2019 03:17
1
და რამდენი ღირს კარგი ცენტრფორვარდი და რამდენის ბიუჯეტი აქვს "საბურთალოს". ეგ არაფერი ხო?
....
17 ივლისი 2019 11:27
0
დაცვიდან თუ ითამაშებენ ზაგრების დინამო რა ჩემი ფეხების გუნდია.
ddgfdf
17 ივლისი 2019 03:05
14
ყოჩაღ მაინც ბიჭებო ყოჩაღ.
ddgfdf
17 ივლისი 2019 02:52
0
უნდა გინდოდეს თორე ხორვატია ძალით გაიყვანეს ფინალში.
ddgfdf
17 ივლისი 2019 02:44
10
ზაგრების დინამოს დაძლევას არავინ ელის, ამიტომ წინასწაეი წნეხის ქვეშ არ მოექცევიან ფეხბურთელები. თუმცა, წინასწარ განწირულებივით არ უნდა გავიდნენ და უბრძოლველად არ უნდა ჩაბარდნენ. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ვულოცავ საბურთალოს მეორე წრეში გასვლას!
ლუკა კუ
17 ივლისი 2019 02:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული