16 ივლისს თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა. შეგახსენებთ, რომ სტუმრად ტირასპოლში "შერიფი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო შინ საწყის 11 წუთში უკვე 0:3-ს აგებდა. საბოლოოდ "საბურთალოს" ლეგიონერის, ოგნიენ როლოვიჩის გოლით მასპინძლებმა 1:3 წააგეს და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
"საბურთალო" უკვე ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა და შეგვიძლია დავთვალოთ, რა თანხა გამოიმუშავა.
სამწუხაროდ, "საბურთალომ" დამატებითი სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა, რადგან ქულები მხოლოდ მოგებისა და ფრისთვის იწერება. არადა, სარეიტინგო ქულები ძალიან გვჭირდება.
"საბურთალო" უეფასგან ჩემპიონთა ლიგის პირველ და მეორე ეტაპებზე მონაწილებისთვის 660 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 2 116 125 ლარია.
პირველ რაუნდში მონაწილეობისთვის "საბურთალოს" 280 000 ევრო ეკუთვნის, ხოლო მეორე რაუნდში მონაწილეობისთვის - 380 000 ევრო.
წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში