რამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
16 ივლისს თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა. შეგახსენებთ, რომ სტუმრად ტირასპოლში "შერიფი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო შინ საწყის 11 წუთში უკვე 0:3-ს აგებდა. საბოლოოდ "საბურთალოს" ლეგიონერის, ოგნიენ როლოვიჩის გოლით მასპინძლებმა 1:3 წააგეს და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"საბურთალო" უკვე ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა და შეგვიძლია დავთვალოთ, რა თანხა გამოიმუშავა.

სამწუხაროდ, "საბურთალომ" დამატებითი სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა, რადგან ქულები მხოლოდ მოგებისა და ფრისთვის იწერება. არადა, სარეიტინგო ქულები ძალიან
გვჭირდება.

"საბურთალო" უეფასგან ჩემპიონთა ლიგის პირველ და მეორე ეტაპებზე მონაწილებისთვის 660 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 2 116 125 ლარია.

პირველ რაუნდში მონაწილეობისთვის "საბურთალოს" 280 000 ევრო ეკუთვნის, ხოლო მეორე რაუნდში მონაწილეობისთვის - 380 000 ევრო.

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუკი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ალბათ უპრიანი იქნებოდა თუკი 3 მილიონ ევროს ფეხბურთის ფონდში დარიცხავდა.
Artanuji
11:41 20-07-2019
0
წუხელ სიზმარი მესიზმრა,თითქოს უეფამ მეორე ეტაპზე გასვლის ფული შერიფს მისცა...:)
გიოშა
17:18 18-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული