რამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
16 ივლისს თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა. შეგახსენებთ, რომ სტუმრად ტირასპოლში "შერიფი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო შინ საწყის 11 წუთში უკვე 0:3-ს აგებდა. საბოლოოდ "საბურთალოს" ლეგიონერის, ოგნიენ როლოვიჩის გოლით მასპინძლებმა 1:3 წააგეს და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"საბურთალო" უკვე ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა და შეგვიძლია დავთვალოთ, რა თანხა გამოიმუშავა.

სამწუხაროდ, "საბურთალომ" დამატებითი სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა, რადგან ქულები მხოლოდ მოგებისა და ფრისთვის იწერება. არადა, სარეიტინგო ქულები ძალიან
გვჭირდება.

"საბურთალო" უეფასგან ჩემპიონთა ლიგის პირველ და მეორე ეტაპებზე მონაწილებისთვის 660 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 2 116 125 ლარია.

პირველ რაუნდში მონაწილეობისთვის "საბურთალოს" 280 000 ევრო ეკუთვნის, ხოლო მეორე რაუნდში მონაწილეობისთვის - 380 000 ევრო.

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუკი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ალბათ უპრიანი იქნებოდა თუკი 3 მილიონ ევროს ფეხბურთის ფონდში დარიცხავდა.
Artanuji
20 ივლისი 2019 11:41
0
წუხელ სიზმარი მესიზმრა,თითქოს უეფამ მეორე ეტაპზე გასვლის ფული შერიფს მისცა...:)
გიოშა
18 ივლისი 2019 17:18
0
ფულის თვლას გირჩევნიათ მოწინააღმდეგის კარში გოლები დათვალოთ!რა ფეხბურთზე საუბრობთ, როცა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადიხარ და ფულს ითვლი ეგრევე.ფეხბურთელებიც ასე არიან სამწუხაროდ.იმედია ასეთ სამარცხვინო საქციელებს დაასრულებთ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებთ,რასაც ფული მოაქვს თავისთავად.
კარგით რა
18 ივლისი 2019 03:13
2
11 წუთში 3 ბურთიო? ვავა ვავა. რა ბარსელონა და სა ბურთაო.
ozeki
17 ივლისი 2019 22:21
5
ამათ ფეხბურთელები კია არა ტრაგიკომედიის მსახიობები ჰკვიათ-საზოგადოებას აბოთავებენ...
გიოშა
18 ივლისი 2019 17:00
0
ეგ თანხები არ იკრიბება. სირცხვილია ჯერ გაარკვიეთ და მერე დაწერეთ. 380000 ევრო გამოიმუშავა და სულ ეგაა
mindia
17 ივლისი 2019 15:54
17
ე ბუჯო იკრიბება იკრიბებაა
დავით
17 ივლისი 2019 17:20
0
აზრზე არ ხარ ! ნუ წერ მაინც
nika
17 ივლისი 2019 17:16
1
ყველა გამოხმაურება
კარგია,რაც უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ მით უფრო კარგ ფეხბურთელებს მოიწვევენ და დონე აიწევა ჩემპიონატის. მთავარია ეს თანხები სწორად დაიხარჯოს და არ გაიფლანგოს.
ჯიმშერ
17 ივლისი 2019 15:54
2
ბმვ-ს ფული უშოვიათ, აწი რად უნდათ თამაში და განვითარება?
!!!
17 ივლისი 2019 14:18
18
100%!!აი ზუსტად ეგრეა!+++++
კარგით რა
18 ივლისი 2019 03:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული