რუსი ჟურნალისტი: ადამიანურად კვარაცხელიას გაგება შეიძლება, რადგან...

AutoSharing Option
"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა და ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინში" გადასვლის თაობაზე ისაუბრა.

"ლოკომოტივი" ფეხბურთელს და მის აგენტს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ მეტი ფულის მიღების სურვილი ჰქონდათ. სიომინს ძალიან სურდა კვარაცხელიას გუნდში დატოვება. კლუბი მოლაპარაკებებს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მართავდა.

"რუბინმა" ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მის მომავალს იცავს. ამას დამატებული, ყაზანელები კონტრაქტში ჩადეს პუნქტი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელს ბარიერს არ შეუქმნიან, თუ სხვა კლუბიდან სარფიანი შემოთავაზება იქნება.

რამდენადაც ვიცი, მის მიმართ ინტერესი არის ბელგიიდან, პორტუგალიიდან და გერმანიიდან. ამიტომ ადამიანურად კვარაცხელიას გაგება
შეიძლება.

ყაზანში მას დიდი ფული არ შესთავაზეს, როგორც ბევრს ჰგონია. დიახ, "რუბინის" წინადადება ცოტათი სარფიანი იყო, ვიდრე "ლოკომოტივის", მაგრამ განსხვავება დიდი არ ყოფილა", - თქვა არუსტამიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი კვარაცხელიამ იჯარის წესით "ლოკომოტივში" გაატარა. მაშინ მისი სატრანსფერო უფლებები "რუსთავს" ეკუთვნოდა.

რუსეთის პრემიერლიგის პირველ მატჩში, სადაც "რუბინი" "ლოკომოტივს" (1:1) ხვდებოდა, კვარაცხელიამ ყოფილ კლუბს გოლი გაუტანა და არ აღნიშნა.

altრუსი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ლოკომოტივიდან" წასვლისას ტიროდა - ეს გოლი ჟანრის კლასიკაა

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

altრამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული