17 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" ლუქსემბურგის "ფოლას" 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ, საჩხერული გუნდის მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, ნეტა პირველ ნომრად თამაში მოისურვოს მეტოქემ, მაგრამ ეს არ შეუძლიაო. შეხვედრა მშვიდად, დაბალ ტემპში დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირტესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შეუტიეს. შეუტიეს უხიფათოდ. თამაში თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

25-ე წუთზე კი "ჩიხურამ" პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა - სარდალიშვილმა ზუსტად უპასა არდაზიშვილს და მან თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 32-ე წუთზე მუჰამეროვიჩმა მოედნის ცენტრში უკნიდან სახიფათო ვარდნაში დეკანოიძე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამით ისედაც გადაწყვეტილი ორრაუნდიანი პაექრობის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

მოკლედ, ფრუიძის ძალიან პრაგმატულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს მწვრთნელის როლი ფეხბურთში - სწორად გათვალოს ყველაფერი და შედეგი მიიღოს. მართალია, თამაში ვერ გახლდათ მთლად საამოდ საცქერი და მოწინააღმდეგეც ვერ იყო მაღალი დონის, მაგრამ როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და ყველაზე აქტიურმა სარდალიშვილმა მეორედ დაამწუხრა კაბრალი. ბოლოს მამასახლისმა საჯარიმოში "ფოლას" თავდამსხმელი წააქცია, სინანმა პენალტი გამოიყენა და მატჩი 2:1 დასრულდა.

ასე და ამგვარად, "ჩიხურამ" ლუქსემბურგული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და შემდეგ ეტპზე "აბერდინსა" და "როვანიემის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"

ჩიხურა - ფოლა 2:1

გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25), 2:0 სარდალიშვილი (74), 2:1 სინანი (89, პენ)

გაძევება: მუჰამეროვიჩი (32)

ჩიხურა: ჰამზიჩი, მამასახლისი, მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია (ჩიტეიშვილი 76), დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ერგემლიძე 67), ფანცულაია

ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი, მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 46), ფრერე (ჰაჯი 75), საკრასი, სინანი, მერში (ქუასიერო 67), კლაინი, სეიდი

სოსო
მე ამ გასვლას,უპრობლემოს ვერაფრით დავარქმევ.ენერგიის მაქსიმალურმა დაზოგვამ,საბოლოო ჯამში ორი კაცის ტრავმა და ჩვენი მცველების გაფრთხილებები მოგვიტანა.ღმერთმა ქნას ტრავმები არასერიოზული აღმოჩნდეს,მაგრამ გაფრთხილები აუცილებლად შეგვახსენებს თავს მომდევნო წრის განმეორებით მატჩში.
სოსოვ
გასაგებია რომ რთული სიტუაციაა და ლეგიონერი ვერ ჩამოგყავთ, მაგრამ თუნდაც მახარობლიძის შენარჩუნება 1 თვით, რთული იყო? ყველაზე მეტ გოლს ეგ იტანდა. გაკოტრებულმა ტორპედომ მოახერხა საჭირო ფეხბურთელების დამატება და თქვენ როგორ ვერ ახერხებთ? წარმოუდგენელია. იმ ნორმალურ ქართველ ფეხბურთელსაც ხომ აწყობს რომ მეორე ეტაპზე ითამაშოს და თავი გამოიჩინოს? რამდენი იქნება ასეთი, გორის დილაში, სიონში, ლოკომოტივში და ა.შ. ქვეყანას წარმოადგენთ და რას ქვია ფეხბურთელს ვერ იმატებთ? ცოტა მეტი განმარტებაა საჭირო ესეთ შემთხვევაში
Ultranationalist
შენ ჯერ ქართულად წერა ისწავლე და მერე გეოგრაფიასაც გადაავლე ცოტა თვალი არ გაწყენდა
გიზოგ
100%-ით გეთანხმებით.
გიზოგ
დიდი მადლობა ჩიხურას ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელს, მათ ითამაშეს არა მარტო უეფას ევროებისთვის, არამედ გულშემატკივართა და საქართველოს რეიტინგისთვისაც, განსხვავებით ზოგიერთისგან. ეს გუნდი და მისი მწვრთნელი განსაკუთრებული ფენომენია ქართულ ფეხბურთში. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩიხურელ ფეხბურთელებს მწვრთელთან ერთად საშინაო არენაზე და ევროტურნირებზე.
tbiliski
ბევრ ქალაქზე თუ რაიონზე მეტი აქვს ევროპაში გაკეთებული ჩიხურას თუარგჯერად გადახედეთისტორიას
შოთა
აბერდინსაც რომ გააგდებს მერე იძახეთ უკლასო
ვახო
ვულოცავ ჩიხურასა და საჩხერელებს მოგებას. შემტეგ ეტაპზე უფრო მაგრად უნდა ითამაშოთ და გაგვახაროთ.
მილოცვა
გიორგი გილოცავ ჩიხურას გამარჯვებას.
Guruli
სცორი ტკვა ამ კაცმა ,არც საცხერეა კალაკი და მიტუმეტეს კლასი ვერც მე დავინახე . მოკლედ როგორც გურიასი იტყვიან მის ვარესს ჯობს და ერტ იმატგანს ვეტამასეტ.
Guruli
სცორი ტკვა ამ კაცმა ,არც საცხერეა კალაკი და მიტუმეტეს კლასი ვერც მე დავინახე . მოკლედ როგორც გურიასი იტყვიან მის ვარესს ჯობს და ერტ იმატგანს ვეტამასეტ.
gio
თამაშობდა 2 უკლასო, სოფლის გუნდი.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს
სამხრეთაფრიკული "კუდუ" - სამი გუნდით საქართველოში
ჩაბი ალონსო: მე და ვინისიუსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
"ლივერპულში" სლოტის გათავისუფლებაზე ფიქრობენ - მისი შესაძლო შემცვლელის ვინაობა ცნობილია
ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
უკრაინასთან მატჩისთვის 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი, ვიტინიას ჰეთ-თრიკი - პსჟ-მ "ტოტენჰემს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
ჩინებული ამბავი - მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
ლუის ენრიკემ "ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "დილა" საჩემპიონო რბოლაში რჩება, "სამგურალი" ჯერ მშვიდად ვერ იქნება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ისევ ძაგანია, ისევ "დინამოსთან"... "იბერია" პირველ ადგილს ინარჩუნებს!
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
"ჩელსის" მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
სოსო ფრუიძის პრაგმატიზმმა შედეგი გამოიღო - "ჩიხურამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო
სოსო ფრუიძე: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება
"ფოლას" მწვრთნელი: ჩვენს გუნდებს შორის დიდი განსხვავება არაა - "აბერდინი" გაცილებით ძლიერია
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
სოსო ფრუიძე: არაა "ფოლა" ის გუნდი, პირველ ნომრად რომ გვეთამაშოს
დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია
დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
ცნობილი გახდა "ჩიხურასა" და "ფოლას" სასტარტო შემადგენლობები