ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურასთან" ნამატჩევს (1:2) "ფოლას" მწვრთნელმა ჯეფ შტრასერმა პრესკონფერენცია საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ჯერ დარბაზში შემოვიდა, დაჯდა, იკითხა, თუ სად იყო "ჩიხურას" მწვრთნელი, შემდეგ ადგა და გავიდა, წასვლის წინ კი თქვა, რომ თუ სოსო ფრუიძეც არ მოვიდოდა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარს ამბობდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ უკან მარტო დაბრუნდა და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე გასცა პასუხი შეკითხვებს.

"პირველ და მეორე შეხვედრებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. ჩვენ ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. თავიდან გოლი გავუშვით, მერე კაცნაკლულები დავრჩით. 0:2-დან თამაშის შემოტრიალება კი ძალიან რთული იყო. თუმცა, ჩემი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

ვერ ვიტყოდი, რომ ამ ორ გუნდს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემმა ფეხბურთელებმა ცუდად არ ითამაშეს და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. სახლში გოლები სტანდარტულებიდან გავუშვით, დღეს კი "ჩიხურამ" პირველი ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანა. ვთვლი, რომ თქვენი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან და კარგად გამოიყურებიან.

ჩვენ გვქონდა ეპიზოდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ჩიხურამ" გამარჯვება არ დაიმსახურა".

ლუქსემბურგელი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ შტრასერი წითელ ბარათსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსაჯს შეეძლო "ფოლას" ფეხბურთელი არ გაეძევებინა, თუმცა ამაზე დისკუსიის გაგრძელება აღარ სურდა.

შეკითხვაზე, "აბერდინი" უფრო რთული მეტოქე იყო თუ "ჩიხურა", შტრასერმა თქვა, რომ "აბერდინი" "ჩიხურაზე" გაცილებით ძლიერი გუნდია. მოგეხსენებათ, 2016 წელს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფოლა" სწორედ "აბერდინს" შეხვდა, გასვლაზე 1:3 დამარცხდა, ხოლო სახლში 1:0 გაიმარჯვა. "ჩიხურამ" კი "ფოლას" ორივეჯერ სძლია, თუმცა ლუქსემბურგელი მწვრთნელი თვლის, რომ შოტლანდიური კლუბი ქართულზე ძლიერია.

ბოლოს, მან ბოდიში მოიხადა გაუგებრობისთვის და აღნიშნა, რომ ადრე სადაც ყოფილა, განმეორებითი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ყოველთვის მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელთან ერთად იყო. სწორედ ამიტომ დატოვა თავიდან საკონფერენციო დარბაზი და ითხოვა, რომ ეს უპატივცემულობაში არ ჩაგვეთვალა.

შაკო
კი ბატონო ჯეფ, აბერდინი საჩხერლებზე ცოტათი ძლიერია, მაგრამ ჩიხურას ერთი თუ ორი უთრევია ეგეთი :)
გივია
ბიჭოო ცოტა ნამუსიც ხო უნდა გქონდეს ადამიანს? მართალია ორვე ძალიან სუსტია იმ თუნდაც საშუალოევროპულ კლუბებთან შედარებით მაგრამ ფიოლასა და ჩიხურას შორისაც უდიდესი უფსკრულია კლასში. ბოლო ბოლო ორივე თამაში პრაქტიკულად უბრძოლველად და დაძაბვის გარეშე მოვიგეთ საიდან მოიტანა ამ ტიპმა რომ ერთი დონის გუნდებია ჩიხურა და ფიოლა?
saba
რა ექნა ნაწყენი იყო, იფიქრა "უფრო ძლიერ აბერდინდ მოვუგე და ეს ჩიხურა ვიცი ტიკი-ტომარა არისო" ..ტიკიც თვითონ აღმოჩნდა და ტომარაც..
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
UEFA-ს ბოიკოტი დადასტურდა - ევროპის საფეხბურთო ასოციაციები FIFA-ს ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ
"შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს" - "უდინეზემ" ჩაკვეტაძე წარადგინა
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
ქოჩორაშვილი უკვე მადრიდშია - ის ლა ლიგაში ითამაშებს
ბელგიური კლუბები დადიანის შეძენას გეგმავენ
"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
პირველი მარცხი ჯგუფურ ეტაპზე და რთული მეტოქე მეოთხედფინალში: U18 ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება
სოსო ფრუიძის პრაგმატიზმმა შედეგი გამოიღო - "ჩიხურამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო
სოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
სოსო ფრუიძე: არაა "ფოლა" ის გუნდი, პირველ ნომრად რომ გვეთამაშოს
დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია
დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
ცნობილი გახდა "ჩიხურასა" და "ფოლას" სასტარტო შემადგენლობები