რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა და ასევე ხორვატმა ლეგიონერმა გაბრიელ ბობანმა ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-ს ინტერვიუ მისცეს და "საბურთალოსთან" გამართულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრები გამოთქვეს.

ასევე, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" მომავალ შეხვედრებზეც გააკეთეს კომენტარი.

"არ იდარდოთ, "დინამოს" ქართველებთან არანაირი პრობლემა არ ექნება, კლასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ სასარგებლოდ შანსები 80:20-ზე გახლავთ.

თბილისში 10 წუთში უკვე 3:0 ვიგებდით, თუმცა შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და შემდეგ ეტაპზე "საბურთალო" გავიდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ქართველებზე უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა
პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის გამოსწორება რთული იყო.

"საბურთალო"? საერთოდ ვერაფრით ვერ გამაკვირვა. "დინამო" მათ ადვილად მოუგებს. პირველ მატჩში ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, პასებით თამაშს. მეორე შეხვედრაში კი საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. მე-4 გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ და "საბურთალო" შემდეგ რაუნდში გავიდა.

მათ ერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავთ, 10 ნომერი გიორგი კოხრეიძე. ის დაბალია, მსუბუქი, სწრაფი და კარგი დრიბლინგი აქვს. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. ის მარჯვენა გარემარბად თამაშობს და მთელი გუნდი მასზეა აწყობილი. დანარჩენი ფეხბურთელები მის დონეზე არ არიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ. კარგი მინდორია, ტრიბუნები ყველა მხრიდან არის. საფარი "დინამოს" ფეხბურთელებს პრობლემებს არ შეუქმნის. მინდა გითხრათ, რომ პრობლემებს არც ატმოსფერო შექმნის, რადგან იქ ცეცხლოვანი გულშემატკივრები არ არიან. ერთადერთი, რაც თბილისში არ მომეწონა, ეს მაღალი ტენიანობა გახლდათ, თუმცა ესეც დიდი არაფერია", - განაცხადა გაბრიელ ბობანმა.

თავისი ფეხბურთელის მსგავსი პათოსი გააგრძელა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

"თუ "დინამო" საქმეს სერიოზულად მიუდგება, არანაირი პრობლემა არ ექნება. "საბურთალოს" ორი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს (კოხრეიძე და ტერა). ისინი ფლანგებზე თამაშობენ, სწრაფად იცვლიან პოზიციებს, თუმცა გუნდის დანარჩენი ნაწილი საშუალო დონისაა. მე ვნახე "დინამოსა" და "რიიეკას" შეხვედრა. ამ დონის თამაშითაც კი "საბურთალოს" ზაგრების "დინამოსთან" არანაირი შანსი არ აქვს.

"ლურჯებს" თბილისში არაფრის უნდა შეეშინდეთ. არც მოედნის, არც ატმოსფეროსი. ჩვენ 5000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. "შერიფი" ახლა შევიკრიბეთ, 6 ფეხბურთელი კლუბში 20 დღის წინ მოვიდა და ამ შეხვედრებისთვის მზად არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, რომ არა სახლში ისე ცუდად ჩატარებული შეხვედრა", - აღნიშნა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა თბილისში, 23 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა კი - ზაგრებში, 30 ივლისს.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
როგორ უნდათ რომ წავაგოთ, ისე ნამდვილად არის საბურთალოზე ძლიერი "შერიფი"
გიორგი
18 ივლისი 2019 19:38
8
კი ბატონო,შეიძლება გავიაროთ ზაგრების დინამო,ხდება მასე ფეხბურთში,მაგრამ პოტენციურად უფრო ძლიერი გუნდი როა რად უნდა მაგას ლაპარაკი.გულზე მუშტის ცემას და გადაჭარბებულ იმედებს არაფერი რო არ მოაქვს ამ 30 წელიწადში უნდა მივხვედრილიყავით.უკვე ზოგიერთები დაცინვით მოიხსენიებდნენ შერიფს და იყო ერთი ამბავი.ხოდა კინაღამ გადაგვირბინეს.
გოჩა
18 ივლისი 2019 19:31
0
ისე არ უნდა გვეწყინოს,10წუთში სამი ბურთი არ უნდა გაგვეშვა,მივეცით სალაპარაკო,კოხრეიძის შემთხვევაში ხომ მართლები არიან ისიც პირველ თამაშს გამოტოვებს,რა იყო მაინც ის ათი წუთი,ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მოგება,მაგრამ მაღალ სისწრაფეებზე გვიჭირს,ჩვენ გვაქვს ერთი ძირითადი პრობლემა ცუდი ფიზიკური მომზადება,მწვრთნელზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული,იმედი ვიქონიოთ,რომ ზაგრებს მოვუგებთ რატომაც არა,არ არის ეს გუნდი გრანდი,საშუალო ევროპული გუნდია,მიდით ბიჭებო შეგიძლიათ და ტაქტიკურად სწორად თამაში არის საჭირო მაღალ ტემპში ვერ გაუქაჩავთ,კონტრშეტევა და გოლი.
გოჩა
18 ივლისი 2019 19:03
1
გეხვეწებით, როგორმე გაცდით ამ ზაგრებს რო ერთხელ და სამუდამოდ გავაჩუმოთ ეს სოფლელები. მერე წააგეთ ოღონდ ზაგრებს გაცდით :დდ
თემო
18 ივლისი 2019 18:58
1
გასცდებიან კი არა კვახი,ბურთს თავზე გადაგახევენD.D.D.
ioska
18 ივლისი 2019 22:03
8
კარგი ესენი ვერ არიან მაგრამ ჩვენვე არ მივეცით საბაბი ...?! პირველ თამაშის შემდეგ შოკში იყვნენ და ხმას არ იღებდნენ მაგრააამ 10 წუთში 0:3 უკვე მეტისმეტი იყო და ამათ რომ არ შეშინებოდათ და გაეგრძელებინათ ეგრე ზეწოლა მეოთხეს და მეხუთესაც გაიტანდნენ სანამ ჩვენები აზრზე მოვიდოდნენ....და რაც შეეხება გულშემატკივრობას სამწუხაროდ აქაც მართლები არიან დასწრება ლიგა ჩემპიონთა თამაშზე იმაზე ნაკლები იყო ვიდრე ბათუმის ან სამტრედიის თამაშებზე დადიოდნენ ...ასე რომ ჯერ ჩვენსას მივხედოთ ..ცოტა ფხიზლათ ვითამაშოთ და სტადიონზე მისვლა ვისწავლოთ და მერე ვაგინოთ სიმართლის მთქმელებს ...აგერ გამოჩნდება ერთ კვირაში მართლები არიან თუ არა კლუბის მიმართ და გულშემატკივრების მიმართაც .....პირიქით მადლობა ვუთხრათ რომ გამოგვაღვიძეს და ვალდებული ვართ საპირისპირო დავუმტკიცოთ კლუბმაც და ჩვენაც...!!!!!!
Auee
18 ივლისი 2019 18:42
2
ცეცხლოვანი გულშემატკივრობა არ იყოო გეგონება შერიფს კი არა ბარსას ან ბაიერნს ვეთამაშეთ. რა გუნდსაც ეთამაშებოდა საბურთალო იმის ადეკვატური გულშემატკივრობა იყო. სხვათაშორის მაგ ბლატაობამ დაგღუპათ თქვენ.
beqa
18 ივლისი 2019 18:35
0
"მოლდოვური ფეხბურთი" არ გეიშვა და იქ მყოფი ხორვატები ( ჩვენი ბრალია ენა რომ წაიგდეს) ხომ საერთოდ. ისე საინტერესოა, მსგამსი შემთხვევა თუ ყოფილა მასპინძელ გუნდს პირველ 10 წუთში სამი გოლი გაეშვას?
goga
18 ივლისი 2019 18:16
0
ეხლა რო სტაიონი პირთამდე გაივსება რადუნდა ლაპარაკი, კაია რომ კიდე არ გვაფასებენ ეს ჩვენი კოზირი კიდე იქნება.
gio
18 ივლისი 2019 18:04
0
ჰოდა "მიგვაკოზირებენ" კიდეც )))))))))
თერძი ბესო
18 ივლისი 2019 18:24
17
ხომ შეგისრულათ ჭიაბრიშვილმა, იძახეთ ახლა უკეთესი, ვენაცვალე მაგას და ბიჭებს ჩაყუჩდით, არაფრის მაქნისები არ ხართ.
ზაზა
18 ივლისი 2019 18:04
0
ამ ხალხმა რამე მოწია თუ რა ხდება, 3ტაიმი საბურთალომ კუდზე გამობმულები გათრიათ რანაირად ამბობთ ჩვენ ვჯობივართო, მაგ თქვენ ზაგრების დინამოსაც არ უწერია კარგი დღე, შერიფში რო ხართ დასაქმებულები თკვენი დონე უკვე გასაგებია...
zvio
18 ივლისი 2019 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული