"პირველ მატჩში არ ვიყავით მობილიზებულები. არ გვეგონა, თუ "საბურთალო" ასეთ თამაშს შემოგვთავაზებდა. დღეს კი ჩვენი მეტოქე მოდუნებული იყო. ეს სხვებსაც ემართებათ ხოლმე.
მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა, ჩემი ბრალია. "საბურთალოს" მატჩები ვნახეთ, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში.
ჩემი ფეხბურთელები მეტოქის 7 (ვაგნერ გონსალვესი) და 10 (გიორგი კოხრეიძე) ნომრების გაჩერებას ვერ ახერხებდნენ.
მატჩის შემდეგ გიორგი კოხრეიძეს ვესაუბრე. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. მთავარია, ასე გააგრძელოს", - განაცხადა ზეკიჩმა.
"საბურთალომ" ტირასპოლის "შერიფს" ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში