რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა და ასევე ხორვატმა ლეგიონერმა გაბრიელ ბობანმა ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-ს ინტერვიუ მისცეს და "საბურთალოსთან" გამართულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრები გამოთქვეს.

ასევე, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" მომავალ შეხვედრებზეც გააკეთეს კომენტარი.

"არ იდარდოთ, "დინამოს" ქართველებთან არანაირი პრობლემა არ ექნება, კლასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ სასარგებლოდ შანსები 80:20-ზე გახლავთ.

თბილისში 10 წუთში უკვე 3:0 ვიგებდით, თუმცა შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და შემდეგ ეტაპზე "საბურთალო" გავიდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ქართველებზე უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა
პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის გამოსწორება რთული იყო.

"საბურთალო"? საერთოდ ვერაფრით ვერ გამაკვირვა. "დინამო" მათ ადვილად მოუგებს. პირველ მატჩში ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, პასებით თამაშს. მეორე შეხვედრაში კი საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. მე-4 გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ და "საბურთალო" შემდეგ რაუნდში გავიდა.

მათ ერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავთ, 10 ნომერი გიორგი კოხრეიძე. ის დაბალია, მსუბუქი, სწრაფი და კარგი დრიბლინგი აქვს. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. ის მარჯვენა გარემარბად თამაშობს და მთელი გუნდი მასზეა აწყობილი. დანარჩენი ფეხბურთელები მის დონეზე არ არიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ. კარგი მინდორია, ტრიბუნები ყველა მხრიდან არის. საფარი "დინამოს" ფეხბურთელებს პრობლემებს არ შეუქმნის. მინდა გითხრათ, რომ პრობლემებს არც ატმოსფერო შექმნის, რადგან იქ ცეცხლოვანი გულშემატკივრები არ არიან. ერთადერთი, რაც თბილისში არ მომეწონა, ეს მაღალი ტენიანობა გახლდათ, თუმცა ესეც დიდი არაფერია", - განაცხადა გაბრიელ ბობანმა.

თავისი ფეხბურთელის მსგავსი პათოსი გააგრძელა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.

"თუ "დინამო" საქმეს სერიოზულად მიუდგება, არანაირი პრობლემა არ ექნება. "საბურთალოს" ორი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს (კოხრეიძე და ტერა). ისინი ფლანგებზე თამაშობენ, სწრაფად იცვლიან პოზიციებს, თუმცა გუნდის დანარჩენი ნაწილი საშუალო დონისაა. მე ვნახე "დინამოსა" და "რიიეკას" შეხვედრა. ამ დონის თამაშითაც კი "საბურთალოს" ზაგრების "დინამოსთან" არანაირი შანსი არ აქვს.

"ლურჯებს" თბილისში არაფრის უნდა შეეშინდეთ. არც მოედნის, არც ატმოსფეროსი. ჩვენ 5000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. "შერიფი" ახლა შევიკრიბეთ, 6 ფეხბურთელი კლუბში 20 დღის წინ მოვიდა და ამ შეხვედრებისთვის მზად არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, რომ არა სახლში ისე ცუდად ჩატარებული შეხვედრა", - აღნიშნა "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა თბილისში, 23 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა კი - ზაგრებში, 30 ივლისს.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
ჩვენ (გულშემატკივრებიც და გუნდიც) ხალხი არ ვიყოთ, თუ ამათ საფეხბურთო ჯოჯოხეთი არ მოვუწყოთ!!! ჩათვალეთ ომია, დაგვცინიან ეს არასწორები!!!
გოგლიკა
20 ივლისი 2019 02:08
0
ზეკიჩს და ბობანს რომ მეტოქის შეფასება და დაფასება არ შეუძლიათ, ეს პირველ თამაშშიც გამოჩნდა და კარგია, რომ თავისიანებს ასე აწყნარებენ, ეს ჩვენ წისქვილზე ასხავს წყალს. მაგათ მასე იფიქრონ და ჩვენ კი ჩვენი საქმე ვაკეთოთ: ცივი გონებით, მეტი მომდომებით და მაღალი კონცენტრაციით, ბურთის ფლობით და მომენტების მაქსიმალურად ყურადღებით გამოყენებით ზაგრებსაც დავამარცხებთ
ალექსანდრე
19 ივლისი 2019 11:10
0
ზოგადად შეიძლება მართალიცაა ეს კაცი,მაგრამ ძლიერი კონკრეტულ დროს,კონკრეტულ მეტოქესთან უნდა იყო და იქ დაამტკიცო შენი სიძლიერე.აგერ სპლიტის ჰაიდუკი,გასვლაში 2-0 მოგების შემდეგ,სპლიტში გამოთიშა მალტის მესამე ადგილოსანმა "ზირამ".3-1.ბურთი მრგვალია,ბზრიალიც იცის,როგორ დაბზრიალდება,კაცმა არ იცის.ასე რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შენ შენი,ყოველთვის ბოლომდე უნდა ეცადო.ამიტომ არ ვამტყუნებ კახა ჩხეტიანს,ორდაბასთან მატჩის ბოლოს ,თავდამსხმელის გამოშვებაში.ცხადი იყო,რომ არაქათ გამოცლილი ტორპედო ვეღარ აკავებდა ორდაბასის დასვენებულ შემტევებს,ისიც,რომ გაგვიტანდნენ,ისიც,რომ თუ ვთქვათ ჩვენ გავიტანდით და დამატებით დროში გადავიდოდით,ორდაბასი მაინც გაგვიტანდა,მეორე მსრივ შეიძლებოდა უკანა ხაზის გაძლიერება და 0-0-ის შენარჩუნებაზე თამაში,ქვეყნისათვის დამატებითი კოეფიციენტის მოსატანად.ჩხეტიანმა გარისკა და მაინც შემტევი შემოუშვა.შემოუშვა იმიტომ,რომ საცდელი თუ არ სცადე,შემდეგ საკუთარ თავთან ვერ იქნები მართალი და ვერ იტყვი,რომ მე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.
სოსო
19 ივლისი 2019 09:26
0
რა ტვინი გაბურღეს ამ "ბურთს თავზე გადახევით", ვინა ხართ რა ჯიშისები, თუ არ გინდათ დაიჯეროთ, სხვას ნუღა უშლით ნერვებს ამ იდიოტური კომენტებით,... აემ ზაგრებსაც წამოვიხევთ!!!!!
ეგრეა რა....
19 ივლისი 2019 03:03
1
წინ ბიჭებო! ვანახოთ ამათ რა შეგვიძლია!
გადასარევი გიორგი
19 ივლისი 2019 01:40
0
სასწაული რომ მოხდეს და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.მაგრამ მარგველაშვილმა აუცილებლად უნდა მოუმატოს.წინააღმდეგ შემთვევაში შანსი არა გვაქვს.
თემო
18 ივლისი 2019 23:44
0
დინამომაც არ უნდა დაგვაფასოს და მოვუგოთ~
Ka
18 ივლისი 2019 23:25
0
ხოდა გავავსოთ სტადიონი, მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს და კიდევ ერთი მოულოდნელობა (უსიამოვნო) შევთავაზოთ მეტოქეს!
-_-
18 ივლისი 2019 19:54
1
საკუთარ თავებს მიხედოს ყველამ, ის ჯობია. გავარდნენ და არ იციან რა თქვან. მოეგოთ და არ ექნებოდათ ზაგრების სანუგეშოდ საქმე....
ჯეკო
18 ივლისი 2019 19:52
0
დაბოღმილი ხელმოცარულები.
beqnu
18 ივლისი 2019 19:45
1

სიახლეები პოპულარული