ძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემდეგ ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

მეტოქე გაცილებით ძლიერია, როგორც ფეხბურთელების დონით, ასევე იმ თანხებით, რასაც ხორვატიული კლუბი მოთამაშეების შესაძენად ხარჯავს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა საინტერესო ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის მომავალი მეტოქის შესახებ და შევეცდებით, ეს ორი კლუბი ერთმანეთს შევადაროთ.

შედარება

ხორვატიულ კლუბში 30 ფეხბურთელი ირიცხება, მათ შორის ნახევარი უცხოელი ლეგიონერია.

ამ მოთამაშეების ჯამური ფასი 75,95 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც "საბურთალოს" 26 მოთამაშის საერთო ღირებულება 6.03 მილიონია.

ზაგრების "დინამო":

მეკარეები
  • დომინიკ ლივაკოვიჩი (ხორ) 3 მლნ
  • დანიელ ზაგორაჩი (ხორ) 800 000
  • დინკო ჰორკაჩი (ხორ) 350 000
  • მარკო მიკულიჩი (ხორ) 150 000

დაცვა
  • კევინ თეოფილ-კეტერინი (მარტ) 5 მლნ
  • ემირ დილავერი (ავს) 3 მლნ
  • დინო პერიჩი (ხორ) 1.1 მლნ
  • მარკო ლესკოვიჩი (ხორ) 950 000
  • ფრანსის მუბანჯი (შვეი) 2.5 მლნ
  • მარინ ლეოვაჩი (ხორ) 1 მლნ
  • მარიო მუსა (ხორ) 600 000
  • იან ლეჯექსი (ჩეხ) 300 000
  • ივო პინტო (პორ) 2 მლნ
  • პეტარ სტოიანოვიჩი (სლოვენ) 1.35 მლნ
  • სადეგ მოჰარანი (ირა) 1 მლნ

ნახევარდაცვა
  • არიან ადემი (ჩრდ.მაკ) 6 მლნ
  • ივან სუნჯიჩი (ხორ) 3 მლნ
  • ნიკოლა მორო (ხორ) 2.5 მლნ
  • იაი ატიემვენი (ნიგ) 2.6 მლნ
  • დანი ოლმო (ესპ) 15 მლნ
  • ამერ გოჯაკი (ბოს) 4.5 მლნ
  • ლოვრო მაიერი (ხორ) 2.5 მლნ

შეტევა
  • მისლავ ორსიჩი (ხორ) 3.5 მლნ
  • მარიო სიტუმი (ხორ) 1 მლნ
  • ანტონიო მარინი (ხორ) 500 000
  • იზეტ ჰაიროვიჩი (ბოს) 3 მლნ
  • დამიან კაძიორი (პოლ) 1.75 მლნ
  • მარიო გავრანოვიჩი (შვეი) 3 მლნ
  • ბრუნო პეტკოვიჩი (ხორ) 3 მლნ
  • კომნენ ანდრიჩი (სერ) 1 მლნ

თბილისის "საბურთალო":

მეკარეები
  • ომარ მიგინეიშვილი 50 000
  • ლაზარე კუპატაძე 250 000
  • დენის შელიხოვი 150 000

დაცვა
  • გაგი მარგველაშვილი 400 000
  • გიორგი რეხვიაშვილი 200 000
  • თედორე გრიგალაშვილი 200 000
  • დაჩი ცნობილაძე 150 000
  • ლუკა ლაკვეხელიანი 350 000
  • გიორგი თევზაძე 100 000
  • ნიკა მალი 225 000
  • გრიგოლ ჩაბრაძე 225 000
  • ჯემალ ჯინჯოლავა 50 000

ნახევარდაცვა
  • ლევან კაკუბავა 250 000
  • ალვინ ტერა 200 000
  • სანდრო ალთუნაშვილი 200 000
  • თორნიკე გორგიაშვილი 200 000
  • გიორგი დიასამიძე 375 000
  • ინტერს გი 200 000
  • ლევან ყენია 100 000
  • ლაშა შინდაგორიძე 325 000

შეტევა
  • გიორგი გულიაშვილი
  • გიორგი კოხრეიძე 500 000
  • ვაგნერ გონსალვეში 500 000
  • გიორგი გაბედავა 400 000
  • ოგნიენ როლოვიჩი 250 000

(ფასები მოცემულია Transfermarkt.de-ს მიხედვით)

როგორც ვხედავთ, "დინამოს" მთავარი ვარსკვლავის, დანი ოლმოს ღირებულება (15 მილიონი) "საბურთალოს" ყველა ფეხბურთელის საერთო ფასზე თითქმის სამჯერ მეტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მეტოქის სიძლიერეს.

ახალგაზრდა ესპანელი მისი ქვეყნის 21-წლამდელთა გუნდის წევრი და ლიდერია, გასულ თვეში ევროპის ჩემპიონი გახდა, სადაც მან 4 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა და გერმანიის წინააღმდეგაც ფინალშიც გაიტანა (2:1).

Sportall.Ge

ის "ბარსელონას" აღზრდილია და ხორვატიულ კლუბს 16 წლის ასაკში შეუერთდა. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

დაცვის ლიდერი კევინ თეოფილ-კატერინია, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთის ლიგა 1-ში აქვს გატარებული. მან ელიტარულ დივიზიონში 205 შეხვედრა გამართა.

2013-14 წლების სეზონში კი "კარდიფთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა, სადაც 28 მატჩის ჩატარება მოახერხა.

შედარებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოდგება - ზაგრების "დინამოს" 10 ფეხბურთელი საკუთარი ეროვნული ნაკრების, 7 კი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებში ბოლო პერიოდში "საბურთალოს" მხოლოდ 1 ფეხბურთელი იყო გამოძახებული - ლაზარე კუპატაძე.

ზაგრების "დინამომ" 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ტრანსფერებში 131.9 მილიონი ევრო მიიღო, თავად კი 39.6 მლნ დახარჯა და ჯამში 92.3 მილიონი ევროს ღირებულების მოგება მიიღო.

"საბურთალოს" კი ფეხბურთელი არც გაუყიდია და არც შეუძენია.

ფეხბურთელები, ვისაც უნდა ვუფრთხოდეთ

გასულ სეზონში ზაგრების "დინამოს" ორი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავდა - ბრუნო პეტკოვიჩი და მარიო გავრანოვიჩი. მათ 9-9 გოლი გაიტანეს. მესამე ადგილი კი ზემოთ ნახსენებმა დანი ოლმომ დაიკავა 8 გატანილი გოლით, რასაც 3 საგოლე პასიც დაუმატა.

კარგი სეზონი ჰქონდა დამიან კაძიორსაც, რომელმაც 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

19 ივლისს სტარტს ხორვატიის ჩემპიონატი იღებს. პირველ ტურში "საბურთალოს" მომავალი მეტოქე "ლოკომოტივას" დაუპირისპირდება. წესით, ამ მატჩში უნდა გამოიკვეთოს, დაახლოებით რა შემადგენლობას გამოიყვანს თბილისურ მატჩში "დინამოს" დამრიგებელი.

მწვრთნელები

ზაგრების "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 49 წლის ხორვატი სპეციალისტი ნენად ბიელიცაა, რომელიც გუნდს 2018 წლის მაისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით, "დინამომ" 59 შეხვედრიდან 44 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 6 მარცხი იწვნია.

მას სხვადასხვა დროს ავსტრიულ კლუბებში, მათ შორის, ვენის "ავსტრიაში",  იტალიურ "სპეციასა" და პოლონურ "ლეხში" უმუშავია.

"დინამომ" მისი ხელმძღვანელობით ხორვატიის უმაღლესი დივიზიონი მოიგო, ამ საუკუნეში მე-14-დ, თასის ფინალში კი "რიეკასთან" დამარცხდა (1:3)

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი ჭიაბრიშვილს, ის "ზესტაფონსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო "საბურთალოს" მთავარი და ასისტენტი-მწვრთნელიც, საბოლოოდ კი კლუბში 2016 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ გუნდს 86-ჯერ უხელმძღვანელა.

მან კლუბთან ერთად 2018 წელს საქართველოს ეროვნული ლიგა მოიგო.

დასკვნა

ზაგრების "დინამო" თბილისის "საბურთალოზე" ბევრად ძლიერი კლუბია, სერიოზული ფინანსებით, უნიჭიერესი მოთამაშეებით და გამოცდილებით.

ხორვატიული კლუბი 2007-08 წლების სეზონიდან რეგულარულად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ერთადერთი სეზონი, როდესაც "დინამომ" ჯგუფურ ეტაპამდე ვერ მოაღწია, 2017-18 წლების სეზონი იყო.

გასულ სეზონში ხორვატებმა ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშეს, სადაც"ბენფიკასთან" დამატებით დროში დამარცხდნენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "საბურთალო" აუტსაიდერად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს საკუთარი შანსი აუცილებლად მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საპასუხო შეხვედრა "დინამოს" 35 000-იან სტადიონ "მაქსიმირზე" გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

"საბურთალო" მეტოქეს პირველ მატჩში "მიხეილ მესხზე" 21:30 საათზე მიიღებს. ბილეთის ფასი 1 ლარია.

alt"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" მატჩის ბილეთები 1 ლარად გაიყიდება


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მივმართავ კახა კალაძეს!
თბილისში ევროს შესარჩევი თამაშის დროს თუკი მატჩი მთავრდება 22.30-ის მერე,მეტროს დაკეტვა გადაიტანონ 0.30-ზე
ასევე მივმართავ კობიაშვილს და ყაველასვილს რომ თბილისის მერთან ეს საკითხი მოაგვარონ
Jango
16:44 22-07-2019
0
21:30 წუთზე რატომ ნიშნავენ თამაშს,ეს დრო საქართველოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სპორტსმენისთვის ბუნებრივად ის დროა,როცაძალა და კონცენტრაცია მინიმუმამდეა დაცემული.
ჩვენ თვითონ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს უპირატესობას(
ბავშვები როგორ გავუშვა თამაშზე(23:00საათზე მეტრო იკეტება)

წარმატებები საბურთალოს
ნიკ
09:06 20-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული