ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ჟენესის" მიერ "ტობოლის" გამოგდებას ყაზახეთში დიდი და უარყოფითი აჟიოტაჟი მოჰყვა. ორივე შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერებმა - ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი საბედისწერო პენალტი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში აიკიდა. ჩემპიონატის ლიდერის მარცხს ყაზახურმა "სპორტსმა" ჯუჯებთან მუხლდაჩოქვა უწოდა და ისევ მწვავედ გააკრიტიკა გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი. აღნიშნულმა გამოცემამ ნამატჩევს ინტერვიუ "კვეკვესკირს ჩამოართვა.

- ასეთ თამაშზე ლაპარაკი ძნელია. თითქოს, ინიციატივას ვფლობდით, ყველაფერს ვაკონტროლებდით, ვუტევდით, მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ასე ხდება ხოლმე. დაცვის შეცდომის გამო გოლი გავუშვით. ძნელია საუბარი. ყველას ესმის, რომ... მართალი გითხრათ, მთელი ყაზახეთის წინაშე თავი შევირცხვინეთ. არ შეიძლება ჩემპიონტის ლიდერი პირველივე რაუნდიდან ლუქსემბურგის გუნდმა გამოაგდოს.

- მომავალში რის გაკეთებას აპირებთ?

- ჯერ შოკიდან უნდა გამოვიდეთ. ძნელია ამის აღქმა, რადგან გვესმის, შესაძლოა, ყველა ჩვენი წარმატება, რომლებიც აქამდე გვქონდა, 90 წუთში... ამ თამაშმა ჩვენი გულშემატკივრების და მთელი ყაზახეთის წინაშე ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ჯერ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ, შემდეგ კი გამოჩნდება.

- მაკსიმ ფედინი მხოლოდ მატჩის დასასრულს რატომ შევიდა შეცვლაზე?

- ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. ალბათ, რომელიმე ფეხბურთელი კონკრეტული მატჩისთვის უფრო მზადაა და მას აყენებენ შემადგენლობაში. ეს ჩემი გასარჩევი არაა.

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოწინააღმდეგემ "ტობოლს" რაიმე მოულოდნელობა შესთავაზა?

- არა. ისევე როგორც სახლში, ასევე გასვლაზეც ყველაფერს ვაკონტროლებდით. საქმე იმაშია, რომ მომენტების გამოყენებაა საჭირო, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება დაისაჯო. დღეს ლუქსემბურგული გუნდი ზეიმობს, ჩვენთვის კი ეს მძიმე დღეა. გულშემატკივრებთან ბოდიშის მოხდაც კი რთულია, რამეთუ ეს საქმეს ვერ უშველის.

- თვლით, რომ დაცვამ დაგაღალატათ?

- ეს დაცვის ბრალი არ არის. გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს. გაშვებული გოლი მთელი გუნდის ბრალია. მართალი გითხრათ, მეტი გოლის გატანაა აუცილებელი. "ტობოლს" ეს შეუძლია. ეს მეტოქის დამსახურება არაა, უფრო ჩვენი ბრალია, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო.

პირველი მერცხალი
ტოტალიზატორი ბაბაია,ტოტალიზატორი
gg
რა დრო დადგა რა, ყაზახები რო ხმას ამოიღებენ და სხვაზე ჯუჯებს იტყვიან ფეხბურთში....
ვასო
დააწყებიეთ ჯაბას ფედერაციაში მუშაობა, რაღა დროს მაგის ფეხბურთია, რას აწვალებთ ამ კაცს? კვეკვე კიდევ რაც აზერში იყო, იმის აჩრდილია და დაგინებული ხომ არ გაქვთ? მაინცდამაინც სტადიონიდან უნდა გაასვენოთ?
ასეა ეს
კანკავას რომ სისწრაფე დაკარგული აქვს და ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს ფაქტია.მაგრამ ვაისი საერთოდ აზრზე არ არის რა ხდება ქართულ ფეხბურთში არა ყავს ნანახი პერსპექტიული ბიჭები და ძველებს ათამაშებს.
Auee
შენ რა ჩასაფრებული იყავი ..?! თუ ყაზახეთის ფეხბურთზე ნერვიულობ ეგრე...ხომ ნომერი დაგვიტოვე რომ მაგათ მაგივრად შენ გათამაშონ ....
kaxa
ამის გამო არც ნაკრებს იმსახურებთ ორივე!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
გოლისა და კარგი თამაშისთვის ლობჯანიძემ 12 წუთი იკამარა [VIDEO]
ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და კლუბის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს