საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილიმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, ვაკომ "ვანკუვერ უაითქეფსს" გაუტანა და შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ვაკომ მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო, საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გუნდის კაპიტანმა კრის ვონდოლოვსკიმ გაიტანა. საბოლოოდ "სან ხოსემ" კანადელები გასვლაზე 3:1 დაამარცხა.
"სან ხოსეს" მეორე ქართველი, გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ იყო. ხოლო ყაზაიშვილმა მოედანზე 82 წუთი გაატარა. "ვანკუვერის" კარში გატანილი გოლი ვაკოსათვის ჩემპიონატში მე-6 იყო.
ვაკო ყაზაიშვილი ისევ შეიყვანეს MLS-ის სიმბოლურში
ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]