"ტობოლში" საგანგაშო ვითარებაა - ქართველებს შეიძლება კონტრაქტები გაუწყვიტონ

AutoSharing Option
prosports.kz-ის ცნობით, ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის "ჟენესთან" დამარცხების შემდეგ "ტობოლს", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იცავენ, დაფინანსება შეუმცირეს, ოლქის ხელმძღვანელობა "კაირატთან" ჩემპიონატის მორიგ მატჩში შემადგენლობის დაყენებაში ჩაერია, რაც არ მოითმინა გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ გაზაევმა და ის და მისი თანაშემწე ნიკოლაი ლატიში გადადგნენ.

გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილია ლეგიონერებთან და მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაწყვეტა.

შექმნილმა ვითარებამ "ტობოლის" "კაირატთან" საშინაო მატჩზე იმოქმედა და 3:5 წააგეს. უნდა ითქვას, სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და კიდევ ამდენივე გოლის გატანა შეეძლოთ - უამრავი მომენტი ჰქონდათ და ბურთი ძელს
ორჯერ გაარტყეს.

ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და კვეკვესკირი 82-ე წუთზე შეცვალეს.

"ტობოლი" 19 ტურის შემდეგ 39 ქულით ლიდერია და 27 ივლისს "კაისარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი თუგინდ ამიტომ არ უნდა გადახვიდეთ ქართველო ფეხბურტელებო არც ყაზახეთებში და არც მსგავს ჩემპიონატებში.. სადაც ჯერ1 კიდევ გონიათ რომ რახან იხდიან ფულს ამიტომ ყველაფერი ერგებათ და ეკუთვნით! სხვათშორის ლუქსემბურგმა გაცილებით უკეთესი ფეხბურთი აჩვენა ევროპა ლიგაზე ვიდრე ყაზახეთმა!
ლევან
21:15 21-07-2019
0
ყაზახეთი და მაგათი სპორტი არ გაიშვა:) მითუმეტეს ფეხბურთი:) ეგ კიარა ერთა ლიგამდე ეგონათ საქართველოზე უფრო ძლიერი ნაკრებიც ყავდათ. ფულით ნაყიდი არაფელი ვარგა თუ ადგილობრივსაც არ აქვს დონე. მაგდენი ფული ჩვენთან,რო დაიხარჯოს ყოველ წელს 2 გუნდი გვეყოლება ჯგუფში.
გოგა
22:54 21-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული