"ტობოლში" საგანგაშო ვითარებაა - ქართველებს შეიძლება კონტრაქტები გაუწყვიტონ

AutoSharing Option
prosports.kz-ის ცნობით, ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის "ჟენესთან" დამარცხების შემდეგ "ტობოლს", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იცავენ, დაფინანსება შეუმცირეს, ოლქის ხელმძღვანელობა "კაირატთან" ჩემპიონატის მორიგ მატჩში შემადგენლობის დაყენებაში ჩაერია, რაც არ მოითმინა გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ გაზაევმა და ის და მისი თანაშემწე ნიკოლაი ლატიში გადადგნენ.

გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილია ლეგიონერებთან და მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაწყვეტა.

შექმნილმა ვითარებამ "ტობოლის" "კაირატთან" საშინაო მატჩზე იმოქმედა და 3:5 წააგეს. უნდა ითქვას, სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და კიდევ ამდენივე გოლის გატანა შეეძლოთ - უამრავი მომენტი ჰქონდათ და ბურთი ძელს
ორჯერ გაარტყეს.

ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და კვეკვესკირი 82-ე წუთზე შეცვალეს.

"ტობოლი" 19 ტურის შემდეგ 39 ქულით ლიდერია და 27 ივლისს "კაისარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კანკავას ადგილი არარის უკვე ნაკრებში,,უნდა წავიდეს
jiji
22 ივლისი 2019 13:34
1
კანკავას ადგილი არ იყო ნაკრებში უკვე დიდი ხნის წინ და სწორედ ეხლა, როცა კარგადაც ითამაშა ბოლო მატჩები ნაკრებში და მის გუნდში ასე გაუჭირდა, ეხლა აღარ არის მისი ადგილი ? ეხლა უნდა მხარდაჭერა ზუსტად კანკავასაც და კაჭარავასაც. იცი ვისი ადგილია არაა ნაკრებში (ჯერ)? - არველაძის! და ჩაწყობის ადგილი არაა ნაკრებში!
გადასარევი გიორგი
22 ივლისი 2019 15:59
0
ვაისი რომ ნორმალური იყოს კანკავას ნაკრებში რაღა უნდა სისწრაფე აქვს დაკარგული.სწორედ ამიტომ აიკიდა პენალი სისწრაფე არ ეყო.აბა თქვენ რა გინდათ დიდი ხელფასები აიღონ და ლუქსემურგთან წააგონ? მაგას ჯობია იმას მივხედოთ რუბინის 18 წლის ბიჭებმა ამხელა რუსეთი რომ აალაპარაკეს და ქართველების გოლებით მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს.ასევე ბელგიაში,დანიაშ და სხვა რომ ახალგაზრდები გამორჩეულები არიან.
გაოცებული ვარ
22 ივლისი 2019 12:45
1
ისე ნაკრების კაპიტანი მეტის ღირსია, რომ მაგათთან გაიცვალა თავი!
kaxa
22 ივლისი 2019 09:52
4
ტაბოლი რომ ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს ეგ არავის გახსენებია? წააგეს და ძალიან ცუდი, ხდება ხოლმე, მაგრამ გუნდზე გადავლის უფლება არავის აქვს! მითუმეტეს ქართველების და მწრთვნელის დამსახურებაა რომ ლიდერობენ ჩემპიონატში!!
ლაშა
22 ივლისი 2019 09:31
1
ყაზახეთი და მაგათი სპორტი არ გაიშვა:) მითუმეტეს ფეხბურთი:) ეგ კიარა ერთა ლიგამდე ეგონათ საქართველოზე უფრო ძლიერი ნაკრებიც ყავდათ. ფულით ნაყიდი არაფელი ვარგა თუ ადგილობრივსაც არ აქვს დონე. მაგდენი ფული ჩვენთან,რო დაიხარჯოს ყოველ წელს 2 გუნდი გვეყოლება ჯგუფში.
გოგა
21 ივლისი 2019 22:54
0
აი თუგინდ ამიტომ არ უნდა გადახვიდეთ ქართველო ფეხბურტელებო არც ყაზახეთებში და არც მსგავს ჩემპიონატებში.. სადაც ჯერ1 კიდევ გონიათ რომ რახან იხდიან ფულს ამიტომ ყველაფერი ერგებათ და ეკუთვნით! სხვათშორის ლუქსემბურგმა გაცილებით უკეთესი ფეხბურთი აჩვენა ევროპა ლიგაზე ვიდრე ყაზახეთმა!
ლევან
21 ივლისი 2019 21:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული