ფოთის "კოლხეთი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
ფოთის საფეხბურთო გუნდი "კოლხეთი 1913" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფილიას გუნდის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია და მათთვის მისი წასვლის მიზეზი უცნობია.

"ჩვენდა სამწუხაროდ და მოულოდნელად დატოვა სოსო ფილიამ თანამდებობა. ამ დრომდე არ ვიცი, რატომ წავიდა. მან რაც მოითხოვა, პირადად მე შევძელი და მოვაგვარე. ეს იყო გუნდის შეკრება, გავაკეთე ის, რომ კლუბს ნორმალურად ევარჯიშა ჩემპიონატის დაწყებამდე, მაგრამ მან ყველას გასაკვირად უარი განაცხადა "კოლხეთი 1913"-ის მთავარ
მწვრთნელობაზე. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ სპორტულ-ტექნიკურმა კომისიამ გუნდს ექვსი ქულა დააკლო", - განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

თავად სოსო ფილია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ სოსო ფილია ფოთის საფეხბურთო გუნდ "კოლხეთი 1913"-ის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული