"დინამოსა" და "ჩიხურას" მეტოქეთა ვინაობა ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
22 ივლისს ნიონში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერს გადალახავს, მაშინ ის ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" შეხვდება.

ხოლო "ჩიხურა" "აბერდინის" ძლევის შემთხვევაში ხორვატიულ "რიეკას" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩები 8 აგვისტოს, ხოლო საპასუხო 15-ში გაიმართება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ მართალია გაბალას ბარიერია დასაძლევი, მაგრამ მე თუ მკითხავ ძალიანაც კარგი რომ ფეინოორდს შეხვდება. :) დააკვირდით ქართულ გუნდებს და თუგინდ ნაკრებს (ეგაა ჩვენი მენტალობა!) რაც უფრო ძლიერი მეტოქე ყავს მით უფრო კარგად თამაშობენ (ნუ 80%-ით ეგრე ხდება ხოლმე..) ხოდა სიმართლე ითქვას მე მირჩევნია ფეინოორდთან მქონდეს "სტატისტიკა გაფუჭებული" ვიდრე ვიღაც "რიჟეკა" და "რაზდარი" თუ რაღაც მსგავს ბალკანურ-პოსტსოციალისტური ქვეყნის წარმომადგენელთან! :) წარმატებები ქართულ გუნდებს ყველგან და ყოველთვის!!
Levan
16:27 22-07-2019
1
სავარაუდო გუნდებიდან ქართულ კლუბებს ყველაზე ძლიერი მეტოქეები ერგოთ, ძალიან ძნელი იქნება ამათთან პაექრობა მაგრამ შანსი აუცილებლად გვექნება. დინამოსი მეიმედება ძალიან და ჩიხურა არასდროს არ გვარცხვენს და მაგის იმედი მაქვს, ღმერთი ჩვენსკენ.
roma
17:17 22-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული