22 ივლისს ნიონში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერს გადალახავს, მაშინ ის ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" შეხვდება.
ხოლო "ჩიხურა" "აბერდინის" ძლევის შემთხვევაში ხორვატიულ "რიეკას" დაუპირისპირდება.
პირველი მატჩები 8 აგვისტოს, ხოლო საპასუხო 15-ში გაიმართება.
გული მიგრძნობს რომ ეს გუნდი გადალახავს აბერდინის ბარიერს,აი ნახავთ თუ არა.
საჩხერეს შანსი ძალიან მცირეა,პრაქტიკულად მიზერული,,,კაი გამოცდილებას მიიღებს
იქნება ენამ გიყივლათ. ესეც ხომ ხშირად ხდება.