საბურთალო VS დინამო (ზ) - ჩემპიონის მეორე ცდა

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo

დღეს, 23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება, ხოლო თამაშის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა და ამბიციურ ქართულ კლუბს ისტორიაში ასეთი რთული მეტოქე ჯერ არასდროს ჰყოლია. წელს პირველად ხდება, რომ "საბურთალო" ევროტურნირებზე ასპარეზობს.

პირველ ეტაპზე თბილისურმა კლუბმა მოლდოვის "შერიფის" ბარიერი დაძლია. ტირასპოლურ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა, ყველასთვის მოულოდნელად, მეტოქე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს და თითქოს, გადაწყვიტეს კიდეც ამ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი, თუმცა მოლდოველები თბილისში დიდი
მონდომებით ჩამოვიდნენ და მეორე შეხვედრის საწყის 10 წუთში ოპონენტის 3-გოლიანი ფორა გააცამტვერეს.

თუმცა ამის შემდეგ "საბურთალო" გონს მოეგო, მეორე ტაიმში კი მოედანზე სულ სხვა შემართებით გამოვიდა. გაიტანა გოლიც და მთელი ნახევარი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა, რაშიც დიდი წვლილი თბილისელთა დამრიგებელ გიორგი ჭიაბრიშვილს მიუძღვის.

რაც შეეხება ზაგრების "დინამოს", ხორვატიული კლუბი ევროპა ლიგაზე ამ ეტაპიდან ერთვება, ადგილობრივ ჩემპიონატში კი, რომელიც ახლახან დაიწყო, "საბურთალოს" მომავალმა მეტოქემ პირველ შეხვედრაში თანაქალაქელი "ლოკომოტივა" 3:0 დაამარცხა, მანამდე კი, 13 ივლისს, ხორვატიის სუპერთასზე "რიეკას" 1:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ბიელიცამ ორივე მატში მოედანზე ერთი და იგივე შემადგენლობა გაიყვანა. ერთადერთი ცვლილება მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოხდა, სადაც "ლოკომოტივასთან" მატჩში პეტარ სტოიანოვიჩის ნაცვლად ივო პინტომ ითამაშა.

პინტო ხორვატიულ კლუბს "ნორვიჩიდან" შეუერთდა, რომელიც ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა და პრემიერლიგაში დაწინაურდა.

როგორც ვხედავთ, "დინამო" დაცვაში კარგად თამაშობს, ჩატარებულ ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

რაც შეეხება დანაკლისს, ზაგრების "დინამო" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ნამდვილად არ ჩამოსულა.

ნენად ბიელიცას გუნდს მთავარი ვარსკვლავი დანი ოლმო არ ეყოლება. დანაკლისი არის დაცვაშიც, სადაც კევინ თეოფილ-კატერინი, ემირ დილავერი არ იქნებიან, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფეხბურთელები ხორვატიულ კლუბს არც ზემოთ ნახსენებ შეხვედრებში ჰყოლია.

"საბურთალო" ოპტიმალური შემადგენლობით ვარჯიშობს, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და გიორგი ჭიაბრიშვილს სრული თავისუფლება აქვს შემადგენლობის შერჩევისას.

უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი, რომელიც გიორგი კოხრეიძეს ეხება. თბილისური კლუბის 10-იანმა "შერიფთან" ჩატარებულ ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ის ზაგრების "დინამოსთან" მატჩს გამოტოვებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩემპიონთა ლიგის წესდების მიხედვით, ფეხბურთელი შეხვედრას 3 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ტოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კოხრეიძეს თბილისურ მატჩში გააფრთხილებენ, 20 წლის ნახევარმცველი ზაგრებში ვერ ითამაშებს.

ფაქტები
  • ზაგრების "დინამოსთვის" ქართულ კლუბთან დაპირისპირება უცხო არ არის. ხორვატებმა 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" ორი მატჩის ჯამში 3:0 აჯობეს.
  • ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბოლოს 1998-1999 წლების სეზონში გამოვარდა.
  • ზაგრების "დინამომ" გასულ წელს ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშა და "ბენფიკასთან" დამატებით დროში დამარცხდა.
23 ივლისი. მიხეილ მესხი
საბურთალო-ზაგრების დინამო 21:30
სავარაუდო შემადგენლობები
საბურთალო (4-3-3): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გონსალვეში, როლოვიჩი.
დინამო (4-1-4-1): ლივაკოვიჩი, ლესკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი, პინტო, ადემი, გოჯეკი, კაძიორი, ორსიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

altზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

altზაგრების "დინამოს" მცველი: იმედია, "საბურთალოსთან" არანაირი პრობლემა არ გვექნება

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტელევიზორში არის თამაში პროგრამაში არაა არსად

ბაკური
23 ივლისი 2019 16:20
0
ფაქტია რომ ვინც შეიძლებოდა რომ შეხვედროდა საბურთალოს, ყველაზეhow რთული მეტოქე ერგო. მე მაინც უშანსოდ არ Mგონია საბურთალო. იმ თბილისისი დინამოზე კარგი გუნდია საბურთალო და ზაგრების დინამო მაშინ უფრო ზლიერი იყო შემადგენლობით მე მგონია. ზაგლებში გაწირვრბით მოგვიგეს. იმედია დაძაბულ ბრძOლას ვნახავთ. წარმატეა საბურთალოს.
Geo_Dinamo
23 ივლისი 2019 15:01
1
Bugridzeze daweret sadaa? Beersxotma ganacxadidan amoigo sad waiyvanes
Batumi
23 ივლისი 2019 14:35
0
კარში კუპატაძე ჩააყენონ სჯობს!
ka
23 ივლისი 2019 14:25
2
სწორი აზრია სამ ბურთს ათ წუთში მაინც არ გაუშვებს გამოცდილი მეკარეა საბუეთალოს მეკარე და რა დამანდრაჟებულად ითამაშა შერიფთან .ისე კი აჯობებდა მაკარიძე ან...რომ თამაშობდენ საბურთალოშიი
Zyriko
23 ივლისი 2019 15:41
2
Kamikadze რას ითხოვ? :დდდდ
გიორგი
23 ივლისი 2019 13:39
1
Xალხო რა "შეუგნებელნი" გავხდით ,რა მოგვდის? Eრთხელ ავხსენი, რა და როგორ,რომ,როგორც გვსურს- დაბეჭვდით, ვერ გაიგეს.მეორედ ავხსენი-ჯერ დაუბეჭდავად,ვერ გაიგეს.მე თვითონვე გავიგე ჩემივე ახსნილი ,მაინც ვერ იგებენ.გასაგებია რომ ასწავლიან სულელები,ჭკვიანები სწავლობენ..... ყველა ერთად.
Kamikadze
23 ივლისი 2019 13:02
1
უნდა ახტეთ და საკუთარ თავს გადაახტეთ! აჩეხეთ! მაგათ ამპარტავან დედებს რა ვუთხარი მე.. (უკაცრავად, ავღელდი)
ქუთაისელი
23 ივლისი 2019 12:33
2
ყველა ევროპული გუნდი ზემოდან იმიტომ გვიყურებს რომ კარგად იციან ჩვენი ფიზიკური მომზადების დონე, ჩვენები ერთ ტაიმზე მეტს ვერ ქაჩავენ, თორემ არც ტეხნიკით და არც გონებით არავის ჩამოუვარდებით, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ჩართეთ თანამედროვე მედიცინა სწორედ წარმართეთ ფიზიკური ვარჯიშები და წარმატებებიც მოვა სხვანაირად არაფერი გამოვა, ეს ცხადაძემაც კარგად იცოდა და მეორე ტაიმში ტორპედოს რაც უქნა კაკრგად იცით.
vaaa
23 ივლისი 2019 12:23
0
მართალი ყოფილა სტატიის ავტორი. მე შევცდი :(((
პასუხი
23 ივლისი 2019 12:02
0
სტატიაში მითითებულია რომ 2016 წელს ზაგრების დინამომ თბილისის დინამო გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან. ჩემი ღრმა რწმენით აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ქართული გუნდი ბოლოს როდის გავიდა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არ მახსენდება. არც ისი მახსენდება, რომელიმე ქართული გუნდი ზაგრების დინამოს შეხვედროდა. შეიძლება მე ვცდები
კითხვა
23 ივლისი 2019 11:57
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული