23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - დინამო (ზ) 0:2

გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

dato
საშუალო ევროპულ გუნდების დონის მისაღწევად ამ ტემპით ალბათ სულ მცირე ნახევარი საუკუნე უნდა ისიც იმ შემთხვევაში ისინი განვითარებას თუ შეწყვეტენ.ფიზიკა არა მენტალობა არა ფსიქოლოგია არა შიშის სინდრომი უზარმაზარი რისი დამადასტურებელიც უკან მეკარეზე პასებია ამდენ უკან პასს გიბრალტარის დონის გუნდებიც აღარ აკეთებენ ხოლო მანდრაჟით კიდევ თამაშს ვერ იგებენ
კომენტარი გამოაქვეყნეთ
ერთის თქმა შემიძლია აქ ბევრი კომენტარი წავიკითხე რაში ამტყუნებთ მეწვთნელს ან ფეხბურთელებს გამახსენეთ ვინმემ რომელმა ქართულმა კლუბმა ითამაშა ამ დონის ფეხბურთი ამ დონის გუნდდთან საბურთალო არაც რეალია და რაც ბარსელონა მათ ყველაფერი გაიღეს გუშინ რათა ყველა ქართველი გულშემატკივრის გული გაეხარებინათ გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭები გამოვიდნენ მინდორზე და ბოლო წუთამდე იბრძოლეს არა ის როგორც სხვა კლუბები რო შვებიან მწვრთნელიანად კარებში რო დგას ყველა გადახედეთ სტატისტიკას და შემდეგ ორივე კლუბის სატრანსფერო ღირებულებას და ამას თუ არ აქცევთ ყურადღებას საერთოდ ფეხბურთს ნუღა უყურებთ

მეგობარო, კუთხური იყო მანდ, რომელიც ელამმა მსაჯმა ვერ დაინახა და იმიტომ ჩარჩნენ ჩვენები წინ!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ფიზიკაში დაგვერხა თორე ვჯობნიდით
რეალობა
ჩემი აზრით, გუნდს ძალიან გააძლიერებდა ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი და მეკარე. ძალიან არ მომწონს გუნდის კაპიტანი, მართალია რაღაც მომეტებში თავის სიმაღლეზე დგას, მაგრამ არასტაბილურია და შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას. გაიხსენეთ გავრანოვიცის მომენტი, უბნის ბავშვივით გასცდა მარგველაშვილს, პენალტიც ძალიან უაზროდ აიკიდა და ზოგადად ბევრი მუშაობა მოუწევს თავის თავზე, ამ დონეზე სათამაშოდ. არ მომეწონა ასევე ვაგნერ გონსალვესი, ყოველთვის აფერხებდა თამაშის სისწრაფეს და თითქოს ეშინოდა თამაშის თავის თავზე აღებდა, ძალიან ცოტა სპრინტი გააკეთა, მეტი შეეძლო და ზოგადად ლეგიონერისგან მეტს ველით ყველა. არაა ისეთი ძლიერი, როგორიც მეგონა და წარმომედგინა. საერთო ჯამსი, ძალიან სიმპატიური გუნდია საბურთალო და ალბათ იმ ცნობილი ზესტაფონის შემდეგ, ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, აუცილებლად აღსანიშნავია მწვრთნელის ხელი, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ და იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე
rezis
ვინ არის ილო? ან რომელი ცენტრის შეცვლაზეა საუბარი?
rezi
ჭია არ მეგონა თუ შეცდებოდი. ხშირად ცვალე ცენტრი და ილო გაახარე კიდე მოიგებ!!!! მაგრა გაჭამეს!
ჰაჰა
მადლობა საბურთალოს თავდადებისთVის. მე რატომღაც მგონია ფიზიკურად იყვნენ ჩვენზე ძლიერები. სადღაც მე-60 წუთიდან იგრძნობოდა დაღლა. ამით ისარგებლეს. ალბათ კლასიც ეგ არი. მეორე კიდევ მეც მომწონს შემტევი სტილი, მაგრამ ხანდახან დაცვის გაძლიერაც საჭიროა. დიასამიძე და რულოვიჩი, ორივე გამოკვეთილ თავდამსხმელს თამაშობდნენ. იქნებ ჯობდა (ვერ დავიჯინებ) თავიდან ერთით გვეთამაშა და სამაგიეროდ ნახევარდაცვის გაზლიერების ხარჯზე ენერგია მთელი თამაში გაგვენაწილებია. ამ დროს მე მგონი კობახიძეც ბევრად უკეთესად ითამაშებდა, რომელიც ისე დაიღალა რომ ლაკვეხელიანსაც ვეღარ ეხმარებოდა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე. მოკლედ ფიზიკას ვაბრალებ ამ თამაშის წაგებას, თორე გამოუცდელობის მიუხედავად, ვერ გვაჯობებდნენ.
emigranti
გულსატკინი წაგებაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიჭებისათვის აუგის თქმა მიჭირს. ნამდვილად გამაკვირვეს ისე ჩაატარეს თითქმის მთელი თამაში, რომლის ორი მესამედი აშკარად უკეთ ითამაშეს ბევრად გამოცდილ გუნდთან. კლასიო ამბობთ, მაგრამ კლასითაც არანაკლები ფეხბურთელები გვყავს. აი გამოცდილება კი ნამდვილად აკლიათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა გამარჯვებებიც მოვა. მადლობა საბურთალოს მთელ გუნდს თავდადებისათვის, გული არ გაიტეხონ და ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ფლანგის მოთამაშეების საუცხოო თამაში. გაუჭირდება საბურთალოს ლაკვეხელიანისა და მალის შენარჩუნება, რომლებიც დროა ნაკრებში მოსინჯონ.

პენალტზე კიდევ გეთანხმები, მაგრამ იმათ ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს, მჭიდროდ გვეთამაშნენ და რეალიზაციაც მეტი ჰქონდათ.მაღალ ბურთებზეც გვაჯობეს, რაზეც პირველი გოლიც მეტყველებს და მეტი რაღა უნდა ექნათ? ჩვენს დაცვას ბლომად შეცდომაც ჰქონდა და მოგებისათვის მეტი საჭირო ნამდვილად აღარაფერია. ჩვენ გამოცდილება გვაკლდა, სულ მესამე თამაში იყო ევროსარბიელზე და გუნდიც ყველაზე უკეთესი. არაა ეს გასაკვირი, ეხლა ევროპა ლიგაზე გადავალთ და იქაც მოვსინჯავთ ძალებს. დრო სჭირდება ყველაფერს და მშვენიერი გუნდი იქნება
ანტონ პიზდეცოვი
კლასით გვაჯობეს თვარა დანარჩენით ვჩაგრავდით! მთელი ხორვატიის მთავარობა და მოდრიჩი რეკავდა საელჩოში! ნუ გვჩაგრავთ ამდენ კომპონენტში ათამაშეთ ჩვენებიოო!!!

კი ნამდვილად კლასის (დაბალი) ბრალი იყო პირველი გოლი და მეორეც - მეკარეს თამაშში შეყავს ბურთი და დასარტყმელზე გადის თავდამსხმელი ?! ისე კი სასიამოვნო გუნდია ნამდვილად, მაგრამ ლაღ და ტექნიკურ თამაშს კიდევ მეტის მიმატება ჭირდება, რაც საქართველოში ძნელი მისაღწევია.
aburjga
აქაური კომენტატორების აზრს არ ვეთანხმები. დინამოს არავითარი უპირატესობა კლასში არ ჰქონდა. თამაშითაც საბურთალომ აჯობა და ინდივიდუალური თამაშითაც ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გამიჩნეს. ის პენალტი ჩვენს კარში რაღა თქმა უნდა არავითარი პენალტი არ იყო! ერთი კია, პირველ ტაიმში, როცა ტოტალურ უპირატესობას ვფლობდით, საკმარისი მწვავე მომენტები ვერ შევქმენით მეტოქის კართან. და საერთოდ რაღაც გაუგებრობის გამო წავაგეთ.
ლაშა
რაღა ზაგრების დინამო შეგხვდა ამ გათამაშებაში, ეგეც იღბალია რა. მაგრად არ გაგვიმართლა არადა ნაკლებად ძლიერი გუნდებიც ბევრი იყო მეორე ეტაპზე. იმედია ზაგრებში ასევე მონდომებით ითამაშებთ დასაკარგი არაფერია.
patre
მეკარეს მიაქციეთ ყურადღება, არ მინდა უფრო მკაცრად ვთქვა... გაუცვალეთ ჩიხურას მეკარე, გადაუშვით ეგ გიგინეიშვილი იქ და ის აქეთ გადმოიყვანეთ... ჩიხურას მეკარე რომ გვყოლოდა მოვიგებდით...
სოსო
ნოდო,გიყურებია ზაგრების სტადიონზე ვინმეს თამაშისათვის?მე ახლაც მიხარია,რომ იქური მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის. რაც შეეხება საბურთალოს,ამ გუნდის ბირთვი, ბავშვობიდან ერთად მოდიან და გრაფიკის წინსწრებით აღწევენ შედეგებს.შესანიშნავად მუშაობს კლუბი და იმედი მაქვს,გუნდის ბირთვს,ქართველებს მაინც,შეინარჩუნებს.ორ-სამ წელიწადში,თუ ბიჭებმა არ იხარბეს და სხვაგან არ გაიწიეს,ზაგრების დინამო ასე დარწმუნებული ვეღარ იქნება თავის გამარჯვებაში.მანამდე კი ჯერ გამნმეორებითი მატჩია და საბურთალო იქაც იბრძოლებს.ხოლო თუ ევროპა ლიგაზე გადავიდა,იმედი მაქვს,ჯგუფურ ეტაპამდე მისაღწევად იბრძოლებს.შერიფთან და ზაგრებთან მიღებული გამოცდილება,იქ აუცილებლად გამოადგებათ.სწორედ ასეთ თამაშებში მაღლდება კლასი და იკვეთებიან ლიდერები.ამ წაგებით არავითარი კატასტროფა არ მომხდარა,გუნდი იზრდება და ეს დამარცხებებიც გაგვაძლიერებს
გიოშა
მადლობა საბურთალოს კარგი თამაშისთვის,ბრძოლისთვის კლასით და გამოცდილებით მათზე მაღლა მდგომ გუნდთან.პირველ ტაიმში ზაგრების დინამოს არაფრით ჩამოუვარდებოდით.წარმატებები აუცილებლად მოვა,მომავალშიც თუ ასე კარგად ითამაშებენ საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთელები! მსაჯის მხრიდან იგრძნობოდა მასპინძელი გუნდის არ დაფასება და უპატივცემულობა,მიზეზი-რადგან ტურნირის დებიუტანტები ვართ...! პენალტი არ უნდა დაენიშნა,კოხრეიძე არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაეფრთხილებია! რიგ მომენტებშიც აშკარად ცდებოდა!

უკეთესი გუნდია, რად უნდა ლაპარაკი? გამოცდილი და ჩამოყალიბებული. ბოლო ბოლო ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და რატომ გვიკვირს მათთან დამარცხება? საბურთალო სულაც მესამე თამაშს ატარებს. ევროპა ლიგაზე 2 ეტაპი რომ გავიაროთ, უკვე წარმატებაა. მომავალში მეტს მივაღწევთ
მართალი
არ იყო ეს თამაშები წასაგები... რა პენალტი დადო ან რას გავდა ამ მსაჯის საქციელი საერთოდ... იმედი მაქვს საბურთალო ღირსეულად იბრძოლებს ზაგრებში... წარმატებები ბიჭებო...
მსაჯები ყველა სპორტში გვერჩიან
მე რაგბი ფეხბურთზე მეტად მიყვარს, მაგრამ ეს კომენტარი ამ თამაშზე უადგილოა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს.
მსაჯები ყველა სპორტში გვერჩიან
"კლასით დაჯაბნა"? აა, მსაჯს კლასი ერქვა? უეფა ამ ელამ მსაჯებს სად პოულობს?! 100% კუთხური ვერ დაინახა, ჩვენები წინ ჩატოვა, ამის გამო კონტრშეტევის წნეხში ჩააგდო ჩვენი ბიჭები და მუქთად მირთმეული პენალით დააგვირგვინა ეპიზოდი!
Auee
ისე იყო თუ ასე არის ....ამ დონეს მხოლოდ 3-4 ფეხბურთელი შეეფერებოდა ...დანარჩენთან დიდი ბოდიში მაგრამ ალბათ მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატს ქაჩავენ ...ეგ ბავშვები თუ დროზე არ წავიდნენ ჩვენ ჩემპიონატში გაზრდას შეწყვტნენ ....ამის წინ გამიხარდა თუ კი ზაგრებთან გამოვარდებიან თქო ევროლიგაზე 2 სუსტ გუნდიდან ერთი ელოდება თქო ...მაგრამ დღეს სპეციალურად გადავხედე “ არარატის “ სასტავს და იმათთანაც გაგვიჭირდება სამწუხაროდ ...იმათ გუნდში სომხების გარდა ყველა ყავთ მგონი ....ჰოლანდიელები პორტუგალიელი სერბი რუსები რამდენიმე აფრიკელი და მათ წარსულს რომ გადავხედე არც თუ ისე ცუდ კლუბებში აქვთ ნათამაშები თან სულ რაღაც 2-3 წლის უკან ....თან საინტერესო ის არის რომ ყველა თავისუფალი სტატუსით ყავთ აყვანილი ...მიჩნდება ერთი კითხვა როგორ ახერხებენ ამას სომხები და ჩვენ რატომ ვერ ან არ ვაკეთებთ ...?!?!?! ასე რომ ღმერთმა ნუ ქნას და მაგ არარატთან პრობლემები შეგვექმნას .... აი ტრაგედია მაშინ ვნახოთ ...მაგათ ყბიდან ვერ ამოვალთ წლები ....აზერები და ყაზახები ( ნაკრებმა ჩააგდებინეს ენა თორეეემ ...) ხომ ავაბლატავეთ ახლა ესენი გვაკლია ...ასე როოომ ჯანდაბას ეგ ზაგრები მთავარი წინ გველოდება ....!!!
Burton
კომენტარებს ვკითხულობდი და ზოგი მწვრთნელს აკრიტიკებს და ზოგი ფეხბურთელებს. მე პირადად, მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. გასაკრიტიკებელი იყვნენ შერიფთან განმეორებით მატჩში ჩატარებული პირველი ტაიმის გამო. მაგრამ დღეს რაც ითამაშეს, ამას "დაცვითი" ფეხბურთი ნამდვილად არ ერქვა. ზაგრებსა და საბურთალოს კლუბებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. გზირას და ჰაიდუკის შემთხვევა რომ მოგყავთ, მაგათ შორის ასეთი განსხვავება არაა. ჰაიდუკი გორის დილამაც გააგდო რამდენი წლის წინ. ზაგრების დინამო სხვა დონის გუნდია. თითქმის ყოველ წელს ყიდიან ფეხბურთელებს გერმანიაში და სხვა ტოპ ქვეყნებში და პირიქითაც ბევრ ფეხბურთელს იმატებენ იქაური გამოცდილებით. 2 დღის წინ წავიკითხე, რომ ბაიერნი ყიდულობს ახლა მათ ერთ-ერთ ფეხბურთელს და იხდის 45 მილიონს. 45-ს. მილიონს. ხვდებით? ამდენი ფული რომელიმე ქართულ კლუბს როდესმე ჰქონია? საბურთალოს ფეხბურთელი გაუყიდია? (ევროპაში "მოწყობას" არ ვგულისხმობ, იჯარით). ან თუ გაუკეთებია ტრანსფერი, 1 მილიონად მაინც გაუყიდიათ ვინმე? არა. აი ამხელაა სხვაობა ამ კლუბებს შორის. ზაგრების დინამო თითქმის ყოველწელს თამაშობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე და საბურთალოსთვის ეს პირველი გამოცდილება იყო. ამ ყველაფრის ფონზე გუნდი გამოვიდა და პირველ ტაიმში, ბურთის ფლობა 64/36-ზე იყო. ეს ცოტაა? საერთოდ რომ პირველივე ტაიმშივე წაეგოთ თამაში, რატომ იქნებოდა ეს ალოგიკური? საბოლოო ჯამში თითქმის თანაბარი თამაში იყო და პენალტის ეპიზოდშიც ცოტა საკამათო მომენტი იყო. მომენტებიც საკმაოდ შექმნეს, მაგრამ აკლიათ ჯერ კლასი და გამოცდილება. რაც მოაქვს დროს და სტაბილურობას. და აი ზუსტად ესაა პრობლემა. პრობლემა არის ეგ, რომ მომავალ წელს საბურთალოც, ალბათ, ისევე დაიშლება, როგორც იშლებიან სხვა ქართული კლუბები. ყოველთვის. იმის მაგივრად, რომ კლუბმა შემადგენლობა შეინარჩუნოს და სუსტი რგოლები გააძლიეროს, პირიქით მოხდება. ეს ფეხბურთელები წავლენ ლიეპაიაში, ორდაბასში, ტობოლში, ფახთაქორში და ყველგან, სადაც ცოტა მეტს გადაუხდიან და იქ მორჩება მათი კარიერაც. იმის მაგივრად, რომ კლუბთან ერთად გაიზარდონ და მომავალ წელს მართლა შედეგი დადონ, რითიც უკეთეს "ოფერებს" მიიღებენ და კლუბიც მიიღებს საშუალებას რომ განვითარდეს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოახერხა ვერცერთმა ქართულმა კლუბმა.
Emir
უკეთესი ფეხბურთელები გვყავს ტექნიკით მაგრამ გამოცდილებმა მოიგეს ლოგიკურად. კარგი სიტუაცია რო იყოს საქართველოში ეკონომიკურად ჩვენ ამათ გადავთელავთ , მაგრამ მომავალ წელს როცა ეს ფეხბურთელები უფრო გამოცდილები გახდებიან, 90 % საზღვარგარეთ წავა იქ გაფუჭდებიან ბრჭყალებში და აქ ისევ ახალი თაობით ისევ გამოუცდელებით შეივსება. რეალობა ერთია, სანმ ქვეყანა არიქნება ძლიერი და ვერ შეძლებს ფეხბურთელების სრულფასოვან მომსახურებას და ანაზღაურებას ჩვენ სულ ასე ვიქნებით, სამწუხარო რეალობაა რომელსაც მე წლებია შეგუებული ვარ
dariko
ყოველ წელს ერთი და იგივე წვალება ! დაანებეთ ფეხბურთს თავი არაა ჩვენი თამაში ! ჭიდაობა და რეგბი განავითარეთ !
სოსო
ჩვენი შეტევები ფლანგებიდან ვითარდებოდა და ბევრი არაფერი გამოგვდიოდა,არადა ხშირად იყო მომენტები,როცა შეიძლებოდა ნახევარდაცვის ცენტრიდან მწვავე პასის შეგორება საჯარიმოში,მაგრამ არა,არ რისკავდნენ.მეტოქე კი რისკავდა და ჩვენი დაცვის ცენტრი,ხშირად ცდებოდა პოზიციურად.საბურთალოს ალბათ მაღალი კლასის ცენტრალური მცველი და ასეთივე გამთამაშებელი დააკლდა ზაგრების დინამომდე.ამ პირობებში კი ზაგრები თამაშობდა თავის თავში სრულად დარწმუნებული,საბურთალო ლო იბრძოდა მთელი ძალით,მაგრამ უიმედოდ.გუნდს გამარჯვების რწმენა არ ეტყობოდა,თუმცა დღევანდელი საბურთალო,მაინც მომეწონა,პირველ ტაიმში.ასაბურთალომ ალბათ გაძლიერებით უნდა იმუშაოს კედლების ზუსტად გათამაშებაზეც.ძალიან ბევრი შეტევა ჩაგვეფუშა სწორედ არაზუსტი კედლის გამო.
გიორგი
მეორე გოლი მსაჯმა აჩუქა ზაგრებს. უსამართლო პენალტი იყო
kirile
ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
ნოდო
არადა როგორ გაუხარდა ერს იქ ზაგრებში ცარიელ სტადიონზე გვექნება შანსებიო ა ბატონო რეალობა
ფენომენო
გვაჯობა ზაგრების დინამომ მერე რა გულო არ უნდა გავიტეხოთ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ავაზა
გვეღადავებიით, მარტო კლასიით?
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი - ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" "ბაიერნს" 4:1 მოუგო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა