ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას
გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

მკითხველის კომენტარები / 31 /
მეორე გოლი მსაჯმა აჩუქა ზაგრებს. უსამართლო პენალტი იყო
გიორგი
23 ივლისი 2019 23:46
2
ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
kirile
23 ივლისი 2019 23:43
5
არადა როგორ გაუხარდა ერს იქ ზაგრებში ცარიელ სტადიონზე გვექნება შანსებიო ა ბატონო რეალობა
ნოდო
23 ივლისი 2019 23:33
17
ნოდო,გიყურებია ზაგრების სტადიონზე ვინმეს თამაშისათვის?მე ახლაც მიხარია,რომ იქური მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის.
რაც შეეხება საბურთალოს,ამ გუნდის ბირთვი, ბავშვობიდან ერთად მოდიან და გრაფიკის წინსწრებით აღწევენ შედეგებს.შესანიშნავად მუშაობს კლუბი და იმედი მაქვს,გუნდის ბირთვს,ქართველებს მაინც,შეინარჩუნებს.ორ-სამ წელიწადში,თუ ბიჭებმა არ იხარბეს და სხვაგან არ გაიწიეს,ზაგრების დინამო ასე დარწმუნებული ვეღარ იქნება თავის გამარჯვებაში.მანამდე კი ჯერ გამნმეორებითი მატჩია და საბურთალო იქაც იბრძოლებს.ხოლო თუ ევროპა ლიგაზე გადავიდა,იმედი მაქვს,ჯგუფურ ეტაპამდე მისაღწევად იბრძოლებს.შერიფთან და ზაგრებთან მიღებული გამოცდილება,იქ აუცილებლად გამოადგებათ.სწორედ ასეთ თამაშებში მაღლდება კლასი და იკვეთებიან ლიდერები.ამ წაგებით არავითარი კატასტროფა არ მომხდარა,გუნდი იზრდება და ეს დამარცხებებიც გაგვაძლიერებს
სოსო
24 ივლისი 2019 09:07
1
გვაჯობა ზაგრების დინამომ მერე რა გულო არ უნდა გავიტეხოთ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ფენომენო
23 ივლისი 2019 23:31
8
გვეღადავებიით, მარტო კლასიით?
ავაზა
23 ივლისი 2019 23:30
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული