თბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "გაბალა" 2:0 დაამარცხა.

შეხვედრამ გაბალაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 5-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ძალიანაც არ ცხელოდა და კარგ ფორმაში მყოფმა სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს.

მასპინძლები მათ ტემპში ვერ აჰყვნენ, იუხეშეს და დებიუტშივე მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა. თუმცა სახიფათო მომენტები "გაბალამ" შექმნა - ბოკემ ჯერ მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი, შემდეგ კი მეკარემ არ დაანება გატანა.

"დინამოს" პირველი ნაღდი მომენტი 28-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მარჯვენა
ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე კუტალიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია. თუმცა ლევანმა შესვენებამდე მაინც გაიტანა თავით გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. მასვე კიდევ ერთხელ შეეძლო ნაზიროვის კარის დალაშქვრა, მაგრამ შორიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი იყო.

მოკლედ, "დინამო" ვიზავის კლასით აშკარად სჯობნიდა და თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, ჩვენი გუნდის დაცვა შეცდომებს უშვებდა და კონტრშეტევაზე ვოლკოვს მიეცა შანსი - მისი დარტყმული ბურთი პერალესმა მოიგერია. შემდეგ ნინუას "გაბალას" კიპერმა არ გაატანინა გოლი, მერე კუტალიამ ბურთი ძელს გაარტყა, 87-ე წუთზე კი დაფემ ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს თბილისში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი "ფეიენოორდს" შეხვდება.

გაბალა. "საჰარი"
გაბალა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი (მამადოვი 85), ბოკე, ისკანდაროვი (კუაკუ 77), ფერეიროა ლოპესი, ნაბიევი, გიგაური, ვოლკოვი (მურადოვი 61)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74), შენგელია (კარიკარი 86), კუხიანიძე (ქარდავა 65), კუტალია

მკითხველის კომენტარები / 19 /
შედეგია მთავარი, თორემ მარტო თამაშით ბარსელონა ყველაზე კარგად თამაშობს.
123
26 ივლისი 2019 09:02
6
Aსეთი სუსტი დინამო არც გვყოლია არასდროს ამ ესპანელებს ესპანეთშიც არავინ იცნობს რა გიხარიათ 7-0 ნახევრად მოყვარულ გუნდთან თუ დანგრეულ ფინანსურად გაკოტრებულ გაბალასთან მოგება. რვა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი
Baskonia
26 ივლისი 2019 10:07
8
ყოჩაღ დინამო!
ნიკა
26 ივლისი 2019 11:16
1
:))))))))))))) თქვე ბოღმით სავსე ბუკეტებო :))) იმის მაგივრად რო ბიჭებს მიულოცოთ კლავიატურიდან ანთხევთ ბოღმას ხოო :))) ? თქვენს აღმზრდელებს დავაპრუწუნე მე კისერზეე :))))
ზიზუ
26 ივლისი 2019 10:34
5
გაუმარჯოს დინამოს ,
Kote
26 ივლისი 2019 14:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული