ჯანო ანანიძე: ჩერენკოვის სიტყვები ჩემთვის ცხოვრების სტიმული გახდა

AutoSharing Option
დღეს მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ფედორ ჩერენკოვი 60 წლის გახდებოდა. "სახალხო გუნდი" მის საფლავზე შეიკრიბა და ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ თბილად მოიხსენია:

"ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური იყო, კარგად ხედავდა მოედანს. როდესაც 17 წლისა "სპარტაკში" თამაშს ვიწყებდი, ჰკითხეს, იმჟამინდელი შემადგენლობიდან ვინ ჰგავდა. მე დამასახელა და მისი სიტყვები ჩემი ცხოვრების სტიმული გახდა", - ციტირებს ანანიძეს კლუბის საიტი.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტილით წააგავს,მაგრამ ჩერენკოვი შეუდარებლად უფრო მებრძოლი იყო და ფიზიკურადაც ძლიერი.საოცარი ფეხბურთელი იყო,სამხრეთული სტილის,ტექნიკური,მომტყუებელიც,მაგრამ გუნდური მოთამაშე ამავე დროს.მოსკოვის სპარტაკი ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ ქართველების სიყვარულს,მხოლოდ ჩერენკოვი და მეკარე რინატ დასაევი იმსახურებდნენ.სხვებს უბრალოდ პატივს ვცემდით და ეგეც გაჭირვებით ითქმის.ჩერენკოვს შეეძლო და ხშირად წარმატებით ხმარობდა კიდეც ქუჩის ფეხბურთისათვის დამახასიათებელ ფინტებს.მაშიმდელ რუსულ ფეხბურთში ამის გამკეთებელი მეორე კაცი არ არსებობდა.
სოსო
08:54 30-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული