"აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.
კარგად დავიწყეთ, სწრაფად ვუტევდით, მაგრამ მცველის დაკარგვამ რაღაცები შეცვალა.
ვთვლი, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო.
დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.
მე არ მსმენია, რომ ვინმეს "ჩიხურასთვის" სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".

ცარიელი სტადიონი კი ნამდვილად ყველას სირცხვილია, მსგავს საერთაშორისო მატჩებს სხვანაირი მხარდაჭერა და ორგანიზება სჭირდება, რომ გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე. "აბერდინი" არც "გაბალაა" და არც მალტის რომელიმე კლუბი.
ამ გუნდს თავისი ისტორია და სახელი აქვს ფეხბურთის სამყაროში და დასაფასებელია რომ ჩვენებმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს.