ეროვნული ლიგის პაუზისას თბილისის "ლოკომოტივი" დროს უქმად არ კარგავს და ამხანაგურ მატჩებს ატარებს - "რკინიგზელებმა" 26 ივლისს საგურამოს ბაზაზე ისრაელის ბნეი ლოდის "აპოელს" უმასპინძლეს და 3:2 მოუგეს.
დუბლი თეიმურაზ შონიამ შეასრულა, ერთი გოლი კი შოთა შეყილაძემ გაიტანა.
27 ივლისს კი "ლოკომ" დუშეთის "არაგვს" 6:1 მოუგო. დუბლი ირაკლი სიხარულიძემ და ბიძინა მახარობლიძემ შეასრულეს, ხოლო თითო გოლი შონიამ და დავით ჯიქიამ გაიტანეს.
4 აგვისტოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ლოკომოტივი" გათამაშების ლიდერ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.