ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში. კალიფორნიული კლუბმა დღეს, 28 ივლისს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა  "კოლორადო რაპიდსს" და სტუმრების 3:1 დაამარცხა.

პირველი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, ხოლო მეორე ბურთი კი ყაზაიშვილის ლამაზ მოქმედებებს მოჰყვა. ეს გოლი ვაკოსთვის მე-7 იყო MLS-ის გათამაშებაში. ქართველმა შემტევმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, ხოლო მეორე ქართველი, გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

სეზონის ჩაგდებული სტარტის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავად თამაშობს. რეგულარულად გააქვს გოლები, ხვდება MLS-ის კვირის სიმბოლურში და ერთხელ კვირის
საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაისის ,,ბრალი’’ ბრალი კი არ არის ეს რომ ათამაშდა, არამედ კონტრაქტის რომელიც მალე ეწურება. დიდ მაყუთს უხდიან და კონტრაქტის გაგრძელებას ჩალიჩობს . არ აინტერესებს ამ ბიჭს კარიერა, თორე შტატებში და ჩინეთში 30 წლის მერე მიდიან
Lapland
23:00 28-07-2019
0
ჟურნალისტებს მივმართავ, იქნებ მჭედლიძეზე და ჭანტურიაზე გაგვაგებინოთ რამე
Homer
22:55 28-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული