უკრაინის სუპერთასზე დავით ხოჭოლავას "შახტარი" ოდესაში კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. არადა, მე-80 წუთამდე 1:0-ს იგებდა, football.ua-მ კი წაგებაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ქართველი ლეგიონერი მიიჩნია.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე აღნიშნულმა გამოცემამ ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ძირითად შემადგენლობაში ჩვენებური დააყენა და არა მიკოლა მატვიენკო და ეს სათაურადაც კი გამოიტანა.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გამოცემამ თამაში გაარჩია, ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება - 4-იანი ხოჭოლავას დაუწერა და მისი ასპარეზობა ასე შეაფასა:

"ამ მატჩში ქართველმა მცველმა პირველივე წუთებიდან ითამაშა, თუმცა ზოგიერთი სასტარტოში მატვიენკოს დაყენებას ელოდა. ხოჭოლავა მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად გაისარჯა, კარგად მოქმედებდა მეორე სართულზე და ორთაბრძოლებში.

თუმცა, შეხვედრის დასასრულს მთელი თავისი პოზიტივი სრულად გაანადგურა. პირველი გაშვებული გოლისას არავის არ მეურვეობდა, მის გვერდით მყოფი მორაესი კი იძულებული იყო, უზარმაზარ მიკიტა ბურდასთან ებრძოლა. მეორე გოლისას დავითმა ვერ მოახერხა გადაცემის ჩაჭრა, ხოლო შემდეგ დარტყმული ბურთის დაბლოკვა".

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პირველი გოლისას, რომელიც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოჭოლავას ბურდა უნდა აეყვანა. რაც შეეხება მეორე გოლს, სწრაფი კონტრშეტევისას დენის გარმაშის დარტყმული ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, მაგრამ დისტანცია მასსა და გარმაშს შორის მოკლე იყო და რეაგირება ვერ მოასწრო.

გასული სეზონის დასაწყისშიც უკრაინული მედია ხოჭოლავას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც აღიარეს. დროგამოშვებით მისი ზედმეტად კრიტიკა კი ცოტა კამპანიური ხასიათის მატარებლად მოჩანს.

შოთა
ვერცერთ გოლში ვერ დავადანაშაულებ მე დიდად.
ddgfdf
ცოტათი კი, მაგრამ გოლი უნდა გაიტანო.ისე მაგ დროს ხისტად უნდა ოთამაშო, ბრზოლაში უნდა ჩაერთო.მასწავლებლის ბრალია.
კ
ჰოდა გადადი კიევის დინამოში
aburjga
რაც მალე მონახავს სხვა გუნდს მისთვის უკეთესი იქნება!
ზაზა
უკრაინული ეს საიტი ძალიან სუბიექტურია,მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლეს წერს.ვუყურე თამაშს და სამწუხაროდ 2 გაშვებულ გოლში ხოჭოლავაა დამნაშავე
ირაკლი
ვნახე ეს ვიდეო და შეიძლება ორი მას დააბრალო,მაგრამ პირველ გოლზე ორი ნაბიჯით უკან იდგა,მეორე გოლზე მეჟდუ გაუძვრა,იმანსაც გაუმართლა სასწაულად საერთოდ რო გაიტანა. რეალი ატლეტიკოს თუ უყურეთ რეალის დაცვამ რეები აკეთა:))) შეცდომას ყველა უშვებს და მარტო ხოჭოზე დაბრალება უკრაინელებს ჩვევად ექცათ
T.q
ამათ რუსები ეზიზღებად ა თვითონაც რუსული მენტალიტეტი და სისხლი აქვთ ესენიც ნეპოტიზმით არიან სავსეები და თავისი ცხვირის დაბლა ვერაფერს ვერ ხედავენ და რო კითხო და ნაკითხიც მაქ თქვენ და რუსები ერთი შტო ხართთქო წყინთ თან მაგრად და ამათსაც ისეთივე კუდაბზიკობა ცოდნიათ თავვიანთი ყველა კარგია ყოველ მიზეზ გარეშე
ჯ
როგორც მივხვდი ამ უკრაინულ საიტს ხოჭოლავა არ მოწონს და მაგის გარდა სხვა წყაროები, რომ შერჩიოთ არ იქნება?
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს