"შახტარის" დამარცხება დავით ხოჭოლავას ბრალი იყო? - განვიხილოთ ეპიზოდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის სუპერთასზე დავით ხოჭოლავას "შახტარი" ოდესაში კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. არადა, მე-80 წუთამდე 1:0-ს იგებდა,  football.ua-მ კი წაგებაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ქართველი ლეგიონერი მიიჩნია.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე აღნიშნულმა გამოცემამ ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ძირითად შემადგენლობაში ჩვენებური დააყენა და არა მიკოლა მატვიენკო და ეს სათაურადაც კი გამოიტანა.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გამოცემამ თამაში გაარჩია, ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება - 4-იანი ხოჭოლავას დაუწერა და მისი ასპარეზობა ასე შეაფასა:

"ამ მატჩში ქართველმა მცველმა პირველივე წუთებიდან ითამაშა, თუმცა ზოგიერთი სასტარტოში მატვიენკოს
დაყენებას ელოდა. ხოჭოლავა მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად გაისარჯა, კარგად მოქმედებდა მეორე სართულზე და ორთაბრძოლებში.

თუმცა, შეხვედრის დასასრულს მთელი თავისი პოზიტივი სრულად გაანადგურა. პირველი გაშვებული გოლისას არავის არ მეურვეობდა, მის გვერდით მყოფი მორაესი კი იძულებული იყო, უზარმაზარ მიკიტა ბურდასთან ებრძოლა. მეორე გოლისას დავითმა ვერ მოახერხა გადაცემის ჩაჭრა, ხოლო შემდეგ დარტყმული ბურთის დაბლოკვა".

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პირველი გოლისას, რომელიც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოჭოლავას ბურდა უნდა აეყვანა. რაც შეეხება მეორე გოლს, სწრაფი კონტრშეტევისას დენის გარმაშის დარტყმული ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, მაგრამ დისტანცია მასსა და გარმაშს შორის მოკლე იყო და რეაგირება ვერ მოასწრო.

გასული სეზონის დასაწყისშიც უკრაინული მედია ხოჭოლავას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც აღიარეს. დროგამოშვებით მისი ზედმეტად კრიტიკა კი ცოტა კამპანიური ხასიათის მატარებლად მოჩანს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერცერთ გოლში ვერ დავადანაშაულებ მე დიდად.
შოთა
30 ივლისი 2019 09:19
3
ცოტათი კი, მაგრამ გოლი უნდა გაიტანო.ისე მაგ დროს ხისტად უნდა ოთამაშო, ბრზოლაში უნდა ჩაერთო.მასწავლებლის ბრალია.
ddgfdf
29 ივლისი 2019 20:22
0
ჰოდა გადადი კიევის დინამოში
29 ივლისი 2019 20:17
4
რაც მალე მონახავს სხვა გუნდს მისთვის უკეთესი იქნება!
aburjga
29 ივლისი 2019 19:41
2
უკრაინული ეს საიტი ძალიან სუბიექტურია,მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლეს წერს.ვუყურე თამაშს და სამწუხაროდ 2 გაშვებულ გოლში ხოჭოლავაა დამნაშავე
ზაზა
29 ივლისი 2019 19:30
0
ვნახე ეს ვიდეო და შეიძლება ორი მას დააბრალო,მაგრამ პირველ გოლზე ორი ნაბიჯით უკან იდგა,მეორე გოლზე მეჟდუ გაუძვრა,იმანსაც გაუმართლა სასწაულად საერთოდ რო გაიტანა.
რეალი ატლეტიკოს თუ უყურეთ რეალის დაცვამ რეები აკეთა:))) შეცდომას ყველა უშვებს და მარტო ხოჭოზე დაბრალება უკრაინელებს ჩვევად ექცათ
ირაკლი
29 ივლისი 2019 19:20
0
ამათ რუსები ეზიზღებად ა თვითონაც რუსული მენტალიტეტი და სისხლი აქვთ ესენიც ნეპოტიზმით არიან სავსეები და თავისი ცხვირის დაბლა ვერაფერს ვერ ხედავენ და რო კითხო და ნაკითხიც მაქ თქვენ და რუსები ერთი შტო ხართთქო წყინთ თან მაგრად და ამათსაც ისეთივე კუდაბზიკობა ცოდნიათ თავვიანთი ყველა კარგია ყოველ მიზეზ გარეშე
T.q
29 ივლისი 2019 19:16
1
როგორც მივხვდი ამ უკრაინულ საიტს ხოჭოლავა არ მოწონს და მაგის გარდა სხვა წყაროები, რომ შერჩიოთ არ იქნება?
29 ივლისი 2019 18:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული