"რუბინმა" ისევ გაიმარჯვა - ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში ქართველების "რუბინმა" ყაზანში 1:0 დაამარცხა "ახმატი".

ეს მიმდინარე პირველობაზე "რუბინის" პირველი საშინაო მატჩი იყო. შეხვედრას 45 405-ადგილიან სტადიონზე 11 500 მაყურებელი დაესწრო და მწვრთნელმა რომან შარონოვმა ზურიკო დავითაშვილთან ერთად პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ამბობდა, რომ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო.

ორივემ კარგად იასპარეზა, გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა გროზნოელთა მეკარე გოროდოვი.

გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე ისლანდიელმა თავდამსხმელმა კიარტანსონმა გაიტანა.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, კვარაცხელია 90+3-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა,
"რუბინში" ახლახან გადასული ნიკოლაი ყიფიანი კი სათადარიგო იყო.

დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინი" 7 ქულით მეორე ადგილზეა და 4 აგვისტოს ცსკა-ს უმასპინძლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
mteli msoflio tanxmdeba im pozicias rom sporti politika araa da kidev piriqit,,realobas tvali gauscorod da vagiarod rac chven magrad gvesmis es fexburti da politikaa,,zmebo modi ra davtkbet imit ro es patara bichebi iq chvens satqmels moedanze amboben!! davafasot mati shroma da jafa isini amas imsaxureben!!
rubini chempioni gaxdeba istorias davwert!
chorna
15:31 30-07-2019
4
ოკუპანტია !გოგა, რუსეთიც ,თურქეთიც და სანამ ამ ჩვენთვის დროებით რეალობას არ გავათვითცნობიერებთ სიტყვითაც და საქმითაც მთავრობიდან- ნებისმიერი პოლიტიკოსიდან წყენული ნებისმიერი არტისტით თუ სპორტსმენით , ქართველი მოქალაქით დამთავრებული-სრულიად საქართველო -ქართული მიწების დაბრუნება გაგვიჭიქნურდება და და ის სულელი მანახეთ? ვინც იძახის რომ პოლიტიჯა კულტურისგან,სპორტისგან ....თუ ადამიანთა ყოფისგან ყოფადიაო.
ღვთაებრივი ქარი
11:32 30-07-2019
2

სიახლეები პოპულარული