ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების "დინამოსთან" წაგების (0:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა.
- "დინამოსთან" ორივე შეხვედრაში გუნდი 60 წუთი კარგად თამაშობდა, სირთულეები ამის მერე გაჩნდა. პრობლემა ფიზიკურ მომზადებაში ხომ არაა?
- ეს არ არის ფიზიკური კონდიციების ბრალი, უფრო მენტალური პრობლემაა. "შერიფთანაც" ვითამაშეთ მატჩები, მაგრამ ასე დაღლა არ დაგვტყობია. როდესაც გოლი გაგაქვს, დაღლილობა არ გემჩნევა. პირველი გოლი რომ გაგვეტანა, ვფიქრობ, დაღლილობა ასე არ დაგვეტყობოდა. საბოლოო ჯამში, ორივე მატჩში გვაჯობა "დინამომ" და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

- ახლა გუნდი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. "არარატთან" შანსებს როგორ შეაფასებთ?
- რთულია, როდესაც "დინამოს" ეთამაშები, პარალელურად "არარატზე" იფიქრო. არც ვაპირებდით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნას, ფიქრები აქეთკენ არ იყო. ახლა უკვე დავიწყებთ მომავალი მეტოქის შესწავლას. ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ.

- "საბურთალოს" მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რაც ამ მატჩებში აჩვენა. გუნდი პირველად ასპარეზობს ევროტურნირებზე და რთულია, პირველივე წელს განსაკუთრებული მოსთხოვო. თამაშს რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შეასრულეს ფეხბურთელებმა დავალებები?
- პირველ ტაიმში მითითებული დავალებები შეასრულეს, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. "საბურთალოს" აქვს მომავალი. ჩვენ ევროტურნირებიდან გამოვარდნას არ ვაპირებთ. მთავარი ამოცანა იყო, რომ ევროტურნირების დასკვნით ეტაპამდე მივსულიყავით. ამ შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა ორი თამაშის ჯამში მეტოქემ?
- "დინამო" ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლები. გრანდებს არ მიეკუთვნება, თუმცა გამოცდილი კლუბია. ჩვენ ასეთი დონის გუნდთან არასდროს გვითამაშია.

- ლუკა ლაკვეხელიანი 18-კაციან განაცხადში იყო, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ტრავმა ჰქონდა?
- ლაკვეხელიანს არანაირი ტრავმა არ აწუხებს. მას ორი ყვითელი ბარათი აქვს. გადავწყვიტე, რომ დღეს თავიდან არ ეთამაშა. თუმცა, მეორე ნახევარში რომ დამენახა, მატჩის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, შემოვიყვანდი. ჩვენ პირველად ვთამაშობთ მსგავსი დონის მატჩებს, განსხვავებული მსაჯობაა. თითქმის ჩვენი ყველა ჯარიმა ყვითელი ბარათის ტოლფასია.

fcsaburtalo.ge