გიორგი ჭიაბრიშვილი: მენტალური პრობლემა გვაქვს - ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების "დინამოსთან" წაგების (0:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა.

- "დინამოსთან" ორივე შეხვედრაში გუნდი 60 წუთი კარგად თამაშობდა, სირთულეები ამის მერე გაჩნდა. პრობლემა ფიზიკურ მომზადებაში ხომ არაა?
- ეს არ არის ფიზიკური კონდიციების ბრალი, უფრო მენტალური პრობლემაა. "შერიფთანაც" ვითამაშეთ მატჩები, მაგრამ ასე დაღლა არ დაგვტყობია. როდესაც გოლი გაგაქვს, დაღლილობა არ გემჩნევა. პირველი გოლი რომ გაგვეტანა, ვფიქრობ, დაღლილობა ასე არ დაგვეტყობოდა. საბოლოო ჯამში, ორივე მატჩში გვაჯობა "დინამომ" და დამსახურებულად გავიდა
შემდეგ ეტაპზე.

- ახლა გუნდი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. "არარატთან" შანსებს როგორ შეაფასებთ?
- რთულია, როდესაც "დინამოს" ეთამაშები, პარალელურად "არარატზე" იფიქრო. არც ვაპირებდით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნას, ფიქრები აქეთკენ არ იყო. ახლა უკვე დავიწყებთ მომავალი მეტოქის შესწავლას. ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ.

- "საბურთალოს" მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რაც ამ მატჩებში აჩვენა. გუნდი პირველად ასპარეზობს ევროტურნირებზე და რთულია, პირველივე წელს განსაკუთრებული მოსთხოვო. თამაშს რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შეასრულეს ფეხბურთელებმა დავალებები?
- პირველ ტაიმში მითითებული დავალებები შეასრულეს, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. "საბურთალოს" აქვს მომავალი. ჩვენ ევროტურნირებიდან გამოვარდნას არ ვაპირებთ. მთავარი ამოცანა იყო, რომ ევროტურნირების დასკვნით ეტაპამდე მივსულიყავით. ამ შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა ორი თამაშის ჯამში მეტოქემ?
- "დინამო" ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლები. გრანდებს არ მიეკუთვნება, თუმცა გამოცდილი კლუბია. ჩვენ ასეთი დონის გუნდთან არასდროს გვითამაშია.

- ლუკა ლაკვეხელიანი 18-კაციან განაცხადში იყო, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ტრავმა ჰქონდა?
- ლაკვეხელიანს არანაირი ტრავმა არ აწუხებს. მას ორი ყვითელი ბარათი აქვს. გადავწყვიტე, რომ დღეს თავიდან არ ეთამაშა. თუმცა, მეორე ნახევარში რომ დამენახა, მატჩის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, შემოვიყვანდი. ჩვენ პირველად ვთამაშობთ მსგავსი დონის მატჩებს, განსხვავებული მსაჯობაა. თითქმის ჩვენი ყველა ჯარიმა ყვითელი ბარათის ტოლფასია.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვასილი ნამდვილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ.მოკლე დროში განახებ ჩემი დაწერილის ჭეშმარიტებას.შენი დაცვა ნამდვილად არ ჭირდებათ თვითონაც ყელში ამოგვიყვანენ.
Bugha
31 ივლისი 2019 16:57
0
mag ararati padarka aravis egonos, puliani gundia, 14 legionerze meti kavs, 4 somexia gundchi, da ziritadchi vercerti ver xvdeba, ase rom somxetis gundia da gadauvlit ase ar ikneba, seriozuli brzola moucevs saburtalos, kargia ro pirveli tamachi gasvlazea, carmatebebi da ikneb upro meti mondomebis xarjze gvegirsos bolobolo kartvelebs evropaligis jgupuri etapi.
KUTAISELI
31 ივლისი 2019 15:51
0
კარგი ვიყოთ გამოუსწორებელი ოპტიმისტები და ვთქვათ გადავლახეთ არარატის ბარიერი უპრობლემოდ მერე რას ვაპირებთ პსვს ფეინოორდის და პლზენის დონის გუნდებთან ისევ უნდა წავაგოთ უშანსოდ როგორც წავაგეთ ეხლა დინამოსთან ადრე სტიაუასთან ტოტენჰემთან და ბევრ სხვასთან. წინ ვერ მივდივართ ერთი ლოკომოტივში იყო და 17000$ თხოვდნენ ნაკრებში რომ აეყვანათ აქედან მოდის ჩვენი წარუმატებლობაც ნიჭიერ ბავშვებს იგნორირებას ვუკეთებთ და ფულიანი მამიკოების შვილებს ვაბლატავებთ...
912
31 ივლისი 2019 13:12
1
პლეიოფიოო არარატი ხელწამოსაკრავი არაა მაქ სომეხი თითქმის არაა გუნდში და მაგარი გუნდია ჯერ გაცდით მაგათ და მერე პლეიოფი ან მენტალობას ვამბობთ ოცდათი წელია გაკვეთილები რო შემოვიღოთ არ შეიძლება მენტალობის.
dato
31 ივლისი 2019 12:05
3
ვერ გავიგე ამ ხალხს რა უნდა?? ქრონიკულად აქვს ერს პესიმიზმი! სუსტს შეხვდებით და მოვიგებთ, მაგათთან რა აზრი აქვსო, ძლიერს შევხვდებით და წავაგებთ , ჩვენი საშველი არ არის დავანებოთ ხალხო ფეხბურთს თავიო სკანირებენ (სიგნალიზირებენ) მავანნი!!! ჭიაბრიშვილი აზრზე არ არისო, შეცვლა გააკეთაო :D გუნდი 3-0 აგებდა მთლიან ჯამში და დარჩენილი იყო 15 წუთი დაახლოებით და აბა რა დროსღა უნდა შეიყვანოს ახალგაზრდა ფეხბურთელი? გამოცდილება როდისღა უნდა მიიღოს? თან იმ ფონზე ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი რო გვაქ, რომ შეეყვანა ძირითადის ფეხბურთელი , მერე ან დატრამვმულიყო ან ყვითელი მიეცათ, არარატთან დანაკლისით შეხვდებოდა, ასე რომ გამართლებული იყო ახალგაზრდების გამოყვანა, რადგან გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი, ასე რომ , ჭიაბრიშვილს არ გაუკეთებია ამ ბიჭების რეკლამა ბაზარზე, შემდგომში კაპიკებში რომ დაყიდონ.. / ისე კი ხალხო თუ გეზიზღებათ , ან არ გაინტერესებთ ეს ქართული ფეხბურთი და მზად ხარ ნებისმიერ სიტუაციაში რაღაც უარყოფითი გამოამჟღავნო, ერთი კაი რჩევა მინდა მოგცეთ არ უყუროთ და მიხედვით საკუთარ ცხოვრებას,, აი მე ჰოკეი არ მაინტერესებს და არ ვუყურებ...
Vasili
31 ივლისი 2019 11:58
3
კარგი პოსტი გამოგივიდა ვასილი,ამოვიდა ყელში ამდენი უაზრო და შეურაცხმყოფელი პოსტი.
სოსო
31 ივლისი 2019 14:04
2
მენტალური პრობლემები ყველა ქართულ გუნდს აქვს და რატო მენტალობის მწვრთნელი არ მოგყავთ?
შოკირებული გულშემატკივარი
31 ივლისი 2019 11:34
0
მე მიუხედავად შედეგისა ცუდს ვერ ვიტყვი საბურთალოზე,რაც ყველაზე მთავარია გუნდმა ფეხბურთი ითამაშა
ბათუმის ფანი
31 ივლისი 2019 11:34
4
ეეჰ გული დამწყდა სელტიკი რომ არ შეგვხვდა რა ....ბაქი ბუქში ვერავინ გჯობიათ. კარგად ვიცით ეს გამოუცდელი ახალგაზრდა მოთამაშეები რისთვის შემოიყვანეთ.
Bugha
31 ივლისი 2019 10:03
9
მართალს ამბობს გია.თბილისშიც და ზაგრებშიც,ბოლო წუთზე გუნდი გაჩერდა და გოლი გაატანინა,მართალია თბილისში მსაჯმა არ ჩათვალა,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.ზუსტად ასევე მოიქცა სხვათა შორის ტორპედოც,რომელიც ბოლო წუთზე,საერთოდ მაყურებელივით გაჩერებული უყურებდა ,როგორ გაჰქონდა მეტოქეს გოლი მათ კარში.ეს ალბათ ჩვენი,საერთო მენტალიტეტი გახდა:როცა შანსი აღარ გაქვს,ბრძოლას წყვეტ.არადა რამდენი მაგალითი დაგვიგროვდა,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.თუნდაც თავისი თავის პატივისცემის გულისათვის
სოსო
31 ივლისი 2019 08:59
2
რამდენიც არ უნდა ვიბაქიბუქოთ მაინც იქ ვართ სადაც ვიყავით კარგი გავცდებით არარატის მერე ჩამოვა დინამოს დონის გუნდი ან უფრო ძლიერი და რას ვაპირებთ მერე? ეჰ არაა ჩვენი საშველი...
912
31 ივლისი 2019 05:34
11
ევროსარბიელზე გამოუცდელი გუნდის კვალობაზე საბურთალო ძალიან ნორმალურად თამაშობს. გააგდო გამოცდილი კარგი გუნდი (შერიფი) და დამარცხდა ბევრად ძლიერ და ძალიან გამობრძმედილ გუნდთან (ზაგრების დინამო) ზაგრებელების ერთი ფეხბურთელი ღირს მარტო 38 მილიონი ევრო. ზაგრების მყარი ზამენა გაიყიდა ეხლა 8 მილიონ ევროდ, ჩემპიონთა ლიგის თითქმის უცვლელი მონაწილეა. კაი რა მართლა რეალობას თვალი გავუსწოროთ. ეხლა არარატს კიდევ დიდი ალბათობით მოუგებს საბურთალო. ყოველ შემთხვევაში შანსებს 70%-30% შევაფასებდი და პლეი-ოფშიც გავა. პირველ წელს პლეი-ოფი მშვენიერი შედეგია. მჯერა, ჭია უმაგრეს გუნდს დააყენებს ერთი 2-3 წელში საბურთალოსაგან.
შაკო
31 ივლისი 2019 14:32
2
რამდენადაც ვიცი ეგ გუნდი რუსეთში შეიქმნა ,რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა და ცოტა ხნის წინ გადმოვიდა სომხეთში.ასე რომ საკმაოდ ფულიანი პატრონი უნდა ჰყავდეს.ბევრი ფულით კი კარგი გუნდის გაკეთება შეიძლება.მგონი არ ვცდები.
სოსო
31 ივლისი 2019 11:39
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული