"არარატ არმენიას" აფიშა "საბურთალოსთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" დამარცხებული "საბურთალო" სომხურ "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა ერევანში გაიმართება, სომხურმა კლუბმა კი "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო აფიშა გამოაქვეყნა, სადაც ქართული ფილმის, "მიმინოს" ქართველი და სომეხი პერსონაჟები არიან გამოსახულნი.

"სომხურ-ქართული მეგობრული დაპირისპირება ჩვენს მოწინააღმდეგესთან. მოემზადეთ, მობრძანდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი გულშემატკივრობა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ აფიშაზე.

ბილეთის ფასი 200-დან 1000 სომხურ დრამამდე მერყეობს, 200 დრამი დაახლოებით 1.25 ლარს უდრის.

"არარატ არმენიასა" და "საბურთალოს" პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.

-31/06/saburtalo.jpg" border="0" alt="alt" title=""არარატ არმენიას" აფიშა "საბურთალოსთან" მატჩამდე " style="height: 50px; width: 50px;" />10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება ზაგრების "დინამოსთან" მატჩში

alt "საბურთალო" გატყდა - ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართველებთან მატჩი შეაფასეს

alt"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]



Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 27 /

რომ იტყვიან ხოლმე"თეთრი და შავი ტრ--ი აბანოში გამოჩდებაო"... არაპირდაპირი გაგებით.
გიოშა
01 აგვისტო 2019 06:21
0
ისე თუ მკითხავთ "საბურთალო"რა სახელია? უკეთესზე ფანტაზია არ ეყოთ?
ტატო
01 აგვისტო 2019 14:30
5
რა იყო ცუდი სახელია? რას უწუნებ?
გიორგი
07 აგვისტო 2019 20:56
0
მილანი რომ დაირქვეს წნორელებმა, ჩემი ბავშვობა გამახსენდა _მაისურზე 10 მეწერა და თავი ყიფიანი მეგონა
ზურაბ
05 აგვისტო 2019 22:31
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან მიკვირს რატომ აწერიათ გვარები ქართულად.ან უცხოელი კომენტატორები არ ეცოდებათ ან იქნებ ვინმეს მოეწონა ქართველი ფეხბურთელი და ყიდვა უნდა,ქართული ისწავლოს რომ თქვას თუ ნომერი თქვას?ნუ,რა ვიცი,იქნებ ვინც ეს მოიფიქრა იმას ეს პატრიოტიზმი ჰგონია.
maqsi
03 აგვისტო 2019 12:20
4
და რატო არ უნდა ეგონოს პატრიოტიზმი.ამ დროში თუ ინგლისურია, სამი დამწერლობა რომ შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, ინგლისი არც არსებობდა
ზურაბ
05 აგვისტო 2019 21:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული