"არარატ არმენიას" აფიშა "საბურთალოსთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" დამარცხებული "საბურთალო" სომხურ "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა ერევანში გაიმართება, სომხურმა კლუბმა კი "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო აფიშა გამოაქვეყნა, სადაც ქართული ფილმის, "მიმინოს" ქართველი და სომეხი პერსონაჟები არიან გამოსახულნი.

"სომხურ-ქართული მეგობრული დაპირისპირება ჩვენს მოწინააღმდეგესთან. მოემზადეთ, მობრძანდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი გულშემატკივრობა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ აფიშაზე.

ბილეთის ფასი 200-დან 1000 სომხურ დრამამდე მერყეობს, 200 დრამი დაახლოებით 1.25 ლარს უდრის.

"არარატ არმენიასა" და "საბურთალოს" პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.

-31/06/saburtalo.jpg" border="0" alt="alt" title=""არარატ არმენიას" აფიშა "საბურთალოსთან" მატჩამდე " style="height: 50px; width: 50px;" />10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება ზაგრების "დინამოსთან" მატჩში

alt "საბურთალო" გატყდა - ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართველებთან მატჩი შეაფასეს

alt"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]



Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 27 /
ძალიან მიკვირს რატომ აწერიათ გვარები ქართულად.ან უცხოელი კომენტატორები არ ეცოდებათ ან იქნებ ვინმეს მოეწონა ქართველი ფეხბურთელი და ყიდვა უნდა,ქართული ისწავლოს რომ თქვას თუ ნომერი თქვას?ნუ,რა ვიცი,იქნებ ვინც ეს მოიფიქრა იმას ეს პატრიოტიზმი ჰგონია.
maqsi
03 აგვისტო 2019 12:20
4
და რატო არ უნდა ეგონოს პატრიოტიზმი.ამ დროში თუ ინგლისურია, სამი დამწერლობა რომ შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, ინგლისი არც არსებობდა
ზურაბ
05 აგვისტო 2019 21:49
0
ისე თუ მკითხავთ "საბურთალო"რა სახელია? უკეთესზე ფანტაზია არ ეყოთ?
ტატო
01 აგვისტო 2019 14:30
5
რა იყო ცუდი სახელია? რას უწუნებ?
გიორგი
07 აგვისტო 2019 20:56
0
მილანი რომ დაირქვეს წნორელებმა, ჩემი ბავშვობა გამახსენდა _მაისურზე 10 მეწერა და თავი ყიფიანი მეგონა
ზურაბ
05 აგვისტო 2019 22:31
0
ყველა გამოხმაურება

რომ იტყვიან ხოლმე"თეთრი და შავი ტრ--ი აბანოში გამოჩდებაო"... არაპირდაპირი გაგებით.
გიოშა
01 აგვისტო 2019 06:21
0
ესე რა ძვლივს პოზიტიური რამე ახპერებისგან
Racha
31 ივლისი 2019 22:07
0
საღოლ სომხეთს! ჩაგეთვალათ.
31 ივლისი 2019 20:13
8
ვისიც არ უნდა იყოს ეს სიტყა ამას ძველი პლიადის თბილისელები ხმარობენ,როგორც ტოსს,აი სოფლელი იმ აქცენტით როგორიც თბილისურია ამ ორ სიტყვას თბილისურად ვერ გამოთქვამს.მართალია ცდილობენ მაგრამ არა რაააა.
taso
01 აგვისტო 2019 14:26
2
თურქულია სიტყვა sağol,პირდაპირი თარგმანით ნიშნავს-იჯანმრთელეს.ამბობენ ხოლმე ვინმესადმი მადლობის გამოსახატავად.
გიოშა
01 აგვისტო 2019 05:40
0
ყველა გამოხმაურება
ტრანსფერმარკეტის მიხედვით 2ვე გუნდი 5.7მლნ ევრო ღირს და წესით შანსი აქვთ, თან მეორე თამაში სახლში გვაქვს
სიმართლის მოყვარული
31 ივლისი 2019 18:25
3
არც ამათთან იქნება ადვილი მოგება ....თუ ნახავთ არ ყავთ ცუდი ფეხბურთელები გუნდში 4-5 კაცი ყავთ ადგილობრივი და ისინიც ზამენებზე ზის დანარჩენები კი ( რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ) მაგარი ქვეყნებიდან ყავთ ლეგიონერები და არც თუ ისე ცუდი წარსულით ასე რომ იმ თამაშის ხარისხით რაც საბურთალომ შერიფთან პირველი ტაიმი და ზაგრებთან მეორე ტაიმებში აჩვენა ...ამმათანაც არავითარი შანსი არ გვექნება და აი მერე “ვაი სირცხვილოო “.....ნეტავ არ მოეგოთ ის პირველი თამაში 3:0 ....მათაც აუვარდათ თავში და ჩვენაც ტყული განწყობები შევქმენით ....ღმერთმაც რომ ვცდებოდე მაგრამ ძაან კი მეშინია რა იქნება ამ არარატ არმენიასთან ...მაგათ პირში მტერი ჩავარდა ....))
Auee
31 ივლისი 2019 17:26
10
მაგარია!
joi zaza
31 ივლისი 2019 17:08
0
ბილეთის ფასი 200-დან 1000 სომხურ დრამამდე მერყეობს, რაც ჩვენს ვალუტაში 1-დან 6-ლარამდეა.
მერე გვიკვირს, რომ მოზარდების უმრავლესობა უნარებში უმოწყალოდ იჭრება...
მ. ტ.
31 ივლისი 2019 17:06
0
რა გრამატიკა ალბათ მათემატიკას გულისხმობდი:))))))
სად ერეკლე..
01 აგვისტო 2019 15:39
0
ამ ემიგრანტიკს რა მაგარი გრამატიკა ცოდნია?
-------
01 აგვისტო 2019 14:20
0
ყველა გამოხმაურება
ქართული არა რუსული ფილმია,მოსფილმი
ბაჩი
31 ივლისი 2019 17:01
14

სიახლეები პოპულარული