"ტორპედოს" შემადგენლობაში დღეს რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა. ჩვენი გუნდის შემადგენლობას ლევან შოვნაძე, გიორგი კიკნაძე, ლუკა კობერიძე, რაფაელ ჩუკვურა და ნიკა ქორიძე გააძლიერებენ.
21 წლის მეკარე ლევან შოვნაძე "ტორპედოს" ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა.
გიორგი კიკნაძე, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, "ტორპედოში" "ცხინვალიდან" გადავიდა. "ცხინვალში" კიკნაძე 2018 წელს გადაბარგდა, მანამდე კი 6 წელი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
ლუკა კობერიძის ბოლო კლუბი უკრაინული "მეტალისტია". 24 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან უკრაინაში თამაშობდა - ჯერ იყო "დესნაში", შემდეგ - "მეტალისტში".
24 წლის ნახევარმცველი ნიკა ქორიძე "ტორპედომ" "გაგრადან" დაიმატა, სადაც ის წელს იტალიური "რეჯანადან" გადავიდა.
რაც შეეხება 27 წლის ნიგერიელ ნახევარმცველ რაფაელ ჩუკვურას, ის თბილისის "მერანში" წელს "რუსთავიდან" გადავიდა და 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა ნიკოლა სტიეპოვიჩმა".