დანიის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" ცნობით, ოგე ჰარეიდე ნაკრებს ორ უახლოეს მატჩში - გიბრალტართან და საქართველოსთან ვერ უხელმძღვანელებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 65 წლის ჰარეიდეს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ ინფექცია შეეჭრა. ახლა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეროვნულ გუნდს ორ გასვლით შეხვედრაში ვერ გაჰყვება.
დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოსენმა განაცხადა, რომ ჰარეიდეს, მუხლზე ნაოპერაციებს, გართულების შემდეგ პროგრესი აქვს, თუმცა უჯობს, ნაკრებს არ გაჰყვეს.
თავად ჰარეიდეს თქმით, სამწუხაროდ, ექიმების რეკომენდაციას უნდა დაემორჩილოს. შემადგენლობა თავის თანაშემწე იონ დალ ტომასონთან ერთად შეარჩია და სწორედ ის უხელმძღვანელებს ნაკრებს.
საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩი თბილისში 8 სექტემბერს ჩატარდება.