საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიასთან 0:1 დამარცხდა

AutoSharing Option
3 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა გასული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტ იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა. გირელის დარტყმული 11-მეტრიანი თათია გაბუნიამ მოიგერია, მაგრამ იტალიელმა თავდამსხმელმა დამატებაზე ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - იტალია 0:1
გოლები: 0:1 გირელი (24)

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, ქველიძე,
ბაქრაძე (88’ ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე (59’ ჩემინავა), ჭყონია, დანელია, კალანდაძე, სუთიძე, თოთაძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ჩხარტიშვილი, წოწერია, სხრიტლაძე, ხაბურძანია, სალუქვაძე, ეპიტაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

იტალია: ჯულიანი, ბერგამასკი, გამა, ლინარი, გუანი (89’ როსუჩი), საბატინო (46’ სერტურინი), გირელი (70’ ტარენცი), ბარტოლი, ჯიაცინტი, ჩერნოია, ჯულიანო

სათადარიგო შემადგენლობა: დურანტე, ბალდი, გალი, კარუსო, მარინელი, ფუსეტი, პანზერი, ბონფანტინი, ტუჩერი ჩიმინი

მთავარი მწვრთნელი: მილენა ბერტოლინი

მსაჯები: ვივიან პეეტერსი (ჰოლანდია), ფიკე ჰოოგენდიკი (ჰოლანდია), დიანა სნოერენი (ჰოლანდია), სტერე ბილსმა (ჰოლანდია)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუყურე თამაშს მაგრად ითამაშეს გოგოებმა ყოჩაღ მიუხედავად წაგებისა.
temo
04 სექტემბერი 2019 14:46
0
ვუყურე თამაშს მაგრად ითამაშეს გოგოებმა ყოჩაღ მიუხედავად წაგებისა.
temo
04 სექტემბერი 2019 14:45
0
მართალია წააგო ჩვენმა გოგოების ნეკრებმა, მაგრამ ჩვენი ნაკრები ასეთ ძლიერ ნაკრებებთან ყოველთვის დიდი ანგარიშით ნადგურდებოდა აქამდე. როგორც ჩანს გოგოებმა დიდი დახარჯეს ამ თამაშში და ყველაფერს ცდილობდნენ კარგი შედეგისთვის. დასანანი არის მარცხი, თუმცა უნდა აღინიშნოს ქართველი გოგოების დიდი პროგრესი. ასე თუ გააგრძელებენ ჩვენი გოგოები, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს.
ლუკა
04 სექტემბერი 2019 05:12
0
ყოჩაღ გოგოებო! იტალიასთან ასეთი ანგარიშით წაგება ხუმრობა არ არის. ასე განაგრძეთ და უკეთესად გამოგივათ.

ისე ასეთი თამაში თუ იყო დაეწერა ვინმეს, გაეგებინებინა ხალხისთვის!
ბიძინა ივანიშვილი
04 სექტემბერი 2019 02:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული