stadionews.it-ის ცნობით, "პალერმო" თავდამსხმელს ეძებს და არაა გამორიცხული, ლევან მჭედლიძე დაიმატოს.
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ სიცილიურ კლუბს უფლება აქვს, თავისუფალ აგენტად მყოფ ან სერია D-ს ფეხბურთელს 13 სექტემბრამდე გაუფორმოს კონტრაქტი.
გამოცემა აღნიშნვს, რომ სერია D-ში დაქვეითებულ "პალერმოს" გასაძლიერებლად სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები არა აქვს და მჭედლიძისა და "ლივირნოსა" და "კრემონეზეს" ყოფილი შემტევის, 33 წლის პაულინიოს ვარიანტებსაც განიხილავს.
მჭედლიძე 2008-10 წლებში თამაშობდა "პალერმოში", ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით სერია B-ს "კოზენცა" იყო დაინტერესებული.