BREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

AutoSharing Option
უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური "ასტანას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

KazFootball.kz-ის ცნობით, "ასტანას" ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.

უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის "ასტანაში" 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი
მოიგო.

რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის "კაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

Sportall.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
ქვეყანაში ყველაფერი ჩასვრილია და ფეხბურთი რატომ იქნება გამონაკლისი?!
ამბიციები
05 სექტემბერი 2019 17:34
5
ისე მართალი ბრძანდებით, მაგრამ მეტ ნაწილად რაგბი გამოგრჩა.
გიორგი
05 სექტემბერი 2019 23:43
0
წავიდეს. დროა უკვე მოშორდეს ნაკრებს. თუ უცხოელ მწვრთნელს ჩამოიყვანენ ისევ, კონტრაცქთში საქართველოში ცხოვრება უნდა ჰქონდეს ვალდებულება რადგან, ხალხი ისწავლოს და ჩემპიონატსა თვალი ადევნოს, იმის მაგივრად რომ უთამაშებელ ერთი და იგივე ფეხურთელებს იძახებს და. ფავორიტიზმი უნდა მოისპოდ ფედერაციიდაც.
ნიკო
05 სექტემბერი 2019 16:29
8
რატო უნდა წავიდეს?
კოკო
05 სექტემბერი 2019 16:40
11
ძალიანაც კარგი.იმედია ცხადაძეს დააბრუნებენ
Buxrika
05 სექტემბერი 2019 19:28
30
ჰოდა ძალიანაც კარგი
Gurilo
05 სექტემბერი 2019 17:51
11
ზოგიეთი ადამიანი წერს რომ ფეხბურთელები არ გვყავსო ძალიან ბევრი ნაკრები გასულა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრად უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებით მწვრთნელის მოვალეობა განაწყოს და მოტივირება მოახდინოს ფეხბურთელების საბრძოლველად დაყენოს შემადგენლობა და ათამაშოს ის ფეხბურთელები რომლებიც იმ კუნკრეტული შეხვედრისთვის კარგ ფორმაში არიან და ეს ადამიანი არც აქაურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს იცნობს არც საქართველოში ცხოვრობს არც ქართველია და ვერც ქართულად ლაპრაკობს და როგორ უნდა განაწყოს ნაკრები მოსაგებათ?? ან როგორ უნდა იყოს ის ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტი ყველა დიდი ნაკრების მწვრთნელი არის იმ ეროვნების რა ნაკრებსაც მეთაურობს გერმანის ესპანეთის იტალის ჰოლანდის საფრანგეთის და რატომ არ შეიძლება ქართველი მწვრთნელი იყოს ნაკრების მეთაური.
Giorgi
05 სექტემბერი 2019 17:22
4
ნეტავ მართალი იყოს და წავიდეს, ასტანაში კი არა და ბარსელონა ჩააბარონ, ოღონდ აქედან მოშორდეს
llcl
05 სექტემბერი 2019 22:07
5
მოშორდით საერთდ ფეხბურთს! თავი დაგვანებე!
ლევანი
05 სექტემბერი 2019 17:29
10
რატო უნდა წავიდეს? ნუ გაქვთ ეს დიდი ამბიციები და ყველაფერს სულ მწვრთნელს ნუ აბრალებთ,გადახედეთ რა ფეხბურთელები გვყავს,გამომივიდნენ პროფესორები
კოკო
05 სექტემბერი 2019 16:38
20
ხოდა თუ არ გვყავს ფეხბურთელები, მწვრთნელი რად გივნდა და წავიდეს
lasha
05 სექტემბერი 2019 17:20
7
უნდა წავიდეს აუცილებლად. ვაისზე უარესი ვინ უნდა მოვიდეს, და იქნებ გაგვიმართლოს და ვინმე ნორმლური შეგვრჩეს ხელში, ცდა ბედის მონახევრეა ო
05 სექტემბერი 2019 22:46
7
ვაისის ახლა წასვლა ნამდვილად ცუდი იქნება, გუნდი მეტ-ნაკლებად დალაგებულად თამაშობს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემადგენლობასაც ოპტიმალურად არჩევს, მცირე გამონაკლისების გარდა.
გუგა
05 სექტემბერი 2019 17:51
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული