BREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

AutoSharing Option
უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური "ასტანას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

KazFootball.kz-ის ცნობით, "ასტანას" ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.

უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის "ასტანაში" 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი
მოიგო.

რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის "კაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

Sportall.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოშორდით საერთდ ფეხბურთს! თავი დაგვანებე!
ლევანი
05 სექტემბერი 2019 17:29
10
ზოგიეთი ადამიანი წერს რომ ფეხბურთელები არ გვყავსო ძალიან ბევრი ნაკრები გასულა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრად უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებით მწვრთნელის მოვალეობა განაწყოს და მოტივირება მოახდინოს ფეხბურთელების საბრძოლველად დაყენოს შემადგენლობა და ათამაშოს ის ფეხბურთელები რომლებიც იმ კუნკრეტული შეხვედრისთვის კარგ ფორმაში არიან და ეს ადამიანი არც აქაურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს იცნობს არც საქართველოში ცხოვრობს არც ქართველია და ვერც ქართულად ლაპრაკობს და როგორ უნდა განაწყოს ნაკრები მოსაგებათ?? ან როგორ უნდა იყოს ის ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტი ყველა დიდი ნაკრების მწვრთნელი არის იმ ეროვნების რა ნაკრებსაც მეთაურობს გერმანის ესპანეთის იტალის ჰოლანდის საფრანგეთის და რატომ არ შეიძლება ქართველი მწვრთნელი იყოს ნაკრების მეთაური.
Giorgi
05 სექტემბერი 2019 17:22
4
ვინც არ უნდა მოიყვანონ,ფედერაცია გადაწყვიტავს მწვრთნელის გადასაწყვეტსაც...
ზურა
05 სექტემბერი 2019 17:22
5
ჩვენი სასტავი გთხოვს შენც წადი :)
lasha
05 სექტემბერი 2019 17:19
5
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი,რომელსაც უმუშაოვია საქართველოში აქვს გარკვეული ავტორიტეტი ქართულ საფეხბურთო სამყაროში იცნობს ქართულ ფეხბურთს ქართულ კლუბებს ხელმძღვანელობას ასეთი მწვრთნელი უფრო ადვილად მოახდენს კომუნიკაციას ფეხბურთელებთან და კლუბებთან მენტალიტეტიდან და ქართული ხასიათიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი.
Giorgi
05 სექტემბერი 2019 17:15
7
მოიყვანებენ ეხლა არველაძეს(კოჰაბიტაცია ყველგან) მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს ფეხბურთელები არ გვყავს ფაქტია იმ დონის რომ რაიმეს მიაღწიოს ნაკრებმა თუნდაც კაპელოს ან ზიდანის ხელში.
gia
05 სექტემბერი 2019 16:52
15
რატო უნდა წავიდეს? ნუ გაქვთ ეს დიდი ამბიციები და ყველაფერს სულ მწვრთნელს ნუ აბრალებთ,გადახედეთ რა ფეხბურთელები გვყავს,გამომივიდნენ პროფესორები
კოკო
05 სექტემბერი 2019 16:38
20
ხოდა თუ არ გვყავს ფეხბურთელები, მწვრთნელი რად გივნდა და წავიდეს
lasha
05 სექტემბერი 2019 17:20
7
წავიდეს. დროა უკვე მოშორდეს ნაკრებს. თუ უცხოელ მწვრთნელს ჩამოიყვანენ ისევ, კონტრაცქთში საქართველოში ცხოვრება უნდა ჰქონდეს ვალდებულება რადგან, ხალხი ისწავლოს და ჩემპიონატსა თვალი ადევნოს, იმის მაგივრად რომ უთამაშებელ ერთი და იგივე ფეხურთელებს იძახებს და. ფავორიტიზმი უნდა მოისპოდ ფედერაციიდაც.
ნიკო
05 სექტემბერი 2019 16:29
8
რატო უნდა წავიდეს?
კოკო
05 სექტემბერი 2019 16:40
11
cavides gza mchvidobisa vaiss, akamdec unda casuliko, kvela normalur kvekanachi ase moxdeboda, jgupchi bolo adgilze vikavit sul da mcvrtneli ar icvleboda, bevri kartveli mcvrtneli jobia vaiss, ogond unda damtavrdes chugli da mtroba ertmanetchi, ai am chemtxvevachi mivagcevt mizans.
KUTAISELI
05 სექტემბერი 2019 16:29
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული