ანდრო გიორგაძემ "ვორსკლას" თავი დააღწია და "ზლინში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ანდრო გიორგაძე კარიერას ჩეხეთის "ზლინში" გააგრძელებს.

23 წლის ტანმაღალ (სიმაღლე 197 სმ) ცენტრალურ მცველ გიორგაძეს "ვორსკლაში" სისტემატურად არ ათამაშებდნენ და ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა.

გიორგაძეს "ზლინმა" სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა, 30-ნომრიანი მაისურა გადასცა და დღესვე შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს.

"ზლინში" ის ნახევარმცველ ვახტანგ ჭანტურიშვილთან და "ტორპედოს" ყოფილ მცველ ოლეკსანდრ აზაცკისთან ერთად ითამაშებს.

"როგორ შედგა ეს ტრანსფერი? აქ ჩემი კარგი მეგობარი ვახო თამაშობს, რომელთან ერთადაც საქართველოში ორი წლის წინ ვასპარეზობდი. მან მითხრა, რომ ზლინი ლამაზი ქალაქია, გუნდს კარგი
მწვრთნელი ჰყავს და ამბიციები გააჩნია.

ჩემი მიზანი "ზლინთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - განუცხადა ღიმილით ანდრომ კლუბის საიტს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული