მიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

AutoSharing Option
5 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებდა. რა ხდება რეალურად?

Sportall.ge-მ გადაამოწმა ინფორმაცია ყაზახურ წყაროებთან და რეალურად ასეთი სიტუაციაა -
"ასტანა" ევროპა ლიგის ჯგუფშია და მათ მთავარ მწვრთნელთან, რომან გრიგორჩუკთან არც არანაირი პრეტენზია არ აქვთ. უკრაინელ სპეციალისტს კლუბის დატოვება თავისი სურვილით სურს. მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება. რის გამოც ის ვერ ტოვებს კლუბს, ეს მოქმედი კონტრაქტია, რომელსაც ზამთარში გასდის ვადა.

ვლადიმირ ვაისს ყაზახეთში კარგად იცნობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარკვეული საუბრები მასთან ნამდვილად იყო. თუმცა ამას ამ ეტაპზე
გარკვეული მიზეზების გამო არცერთი მხარე არ დაადასტურებს.

სლოვაკის პასუხი არ ყოფილა დადებითი. როგორც იცით, ვაისსაც საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი ზამთარში ეწურება. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში დარჩენა-არდარჩენა დამოკიდებული იქნება სექტემბრის მიმდინარე და ნოემბრის სანაკრებო პაუზის შედეგებზე. შესაბამისად, მას კონკრეტული პასუხი შესაძლო შეთავაზებაზე არ ჰქონია.

შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ვლადიმირ ვაისი ერთად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა ურთიერთობას.

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

altვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც ადრე წავა, მით უკეტესი. კაი ვტქვათ ფედარაცია აწვდის სიას, ვისაც აწვდის, იმათგანაც ვერ ანაწილებს ბიჭებს ტაქტიკურად სწორად პოზიციების მიხედვით, რომ ვხედავ, სახეზე ტანჯვა აქვს აღბეჭდილი ტიპს, გაგებაში არაა სად მოხვდა, რას აკეტებს და რა ქნას. სად ნახეს ეს უშნო, ან რისტვის მიუღწევია, ერთხელ გაუვარდა მის ნაკრებში და დარწმუნებული ვარ მაგ წარმატებაში, რომ არა მაშინდელი სასტავი, ჩაკვეტაძის არ იყოს, ეგ ვერაფერს იზავდა. ასეა ეს. ერთხელ მძ...რიც აყვავდებაო. ხოდა, მასე აყვავდა მაგიც მაშინ და ეგ იყო იმ ბიწების დამსახურება, ვინც მაშინდელ ნაკრებსი თამაშობდა, უბრალოდ ეგ ბოთე აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილზე. ეგ იყო და ეგ. მარა ამათმა ხომ უნდა მიხვდნენ. მარა ღირსეული მწვრტნელი ატკატს არ აბრუნებს და კი გვყავს ვუისი და ამყაყებული ავადმყოფი, ხავსმოკიდებული ნაკრები. ფერი ფერსო, ნათქვამია, ან უბედური უბედურს გადაეკიდაო. ვაისაზე და ფედრაციაზე მაქვს საუბარი. აბა ვინც ჯანზეა და ფეხბურთის თამაში სეუძლია, იმათ ეგენი არ იძახებენ და, მკვდარი სულების ნაკრები და შესაბამისი შედეგები კია მაგერ, მარა უბედურება იმაშია, რომ უკეთესი არ უნდათ ამათ. სატირალი ამბავი გვჭირს
ლევანი
06 სექტემბერი 2019 17:36
7
მარადონები და ეგეთები საჭიროა ნახევარფინალებში და მსგავს სტადიებზე. ჯერ იქამდე მიდი. მარადონა რომ იყოს მაინც ვერაფერს იზამდნენ, იმიტომ რომ მარადონა კემპესი არაა ან პელე.
ddgfdf
06 სექტემბერი 2019 15:59
14
იმედია სფფ-ში ესმით რომ ვაისი ნაკრებს ვერ გაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალში თუ გაგვიმართლა და ბელარუსი დავძლიეთ, ფინალში მაინც გამოვარდებით, რადგან ეს არ არის მებრძოლი ნაკრები და მწვრთნელი არ არის მანევრირებადი, დიდი ორატორი და მოტივატორი. საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებისგან შეკოწიწებულ ნაკრებს რისი ან ვისი იმედი უნდა ქონდეს? ვაისი გულახდილად ამბობს რომ მას "ვალშებნაია პალოჩკა"- ჯადოსნური ჯოხი - არ აქვს. ანუ, ის ამბობს რომ მას არ შეუძლია გარდაქმნას ფეხბურთელები მოტივაციის, სიტყვის ძალის ხარჯზე და არც ტაქტიკოსობით შეუძლია აჯობოს მოწინააღმდეგე მწვრთნელს. ჩვენს ნაკრებს არ ყავს მარადონა, რომ მან მხრებზე შეისვას ნაკრები და ბოლომდე გაიყვანოს. ჩაკვეტაძე შორს არის მარადონობისგან. ასე რომ - უნდა დაფიქრდნენ ქართული ფეხბურთის მამები; არ უნდა გადააყოლონ საკუთარი და ნაკრების ბედი ერთ მწვრთნელს.
ლუკა
06 სექტემბერი 2019 15:23
5
ვაისზე უკეთესი მწვრთნელი საქართველოს არ ჰყოლია.
გიორგი
06 სექტემბერი 2019 14:53
25
ეს კაცი უნდა წავიდეა,მაგრამ ვაიდა უარესი მოიყვანოს ამ ფედერაციამ მერე? შოთა არველაძე და დევდარიანი,რო წვრთნიდნენ ნაკრებს კარგი იქნებოდა. არაფელი ხეირი არაა ამ უცხოელი მწვრთნელებისგან ხო ვხედავთ რამდენი წლებია.
გოგა
06 სექტემბერი 2019 14:52
7
ჯობია გაუშვან და უმწვრთნელოდ ითამაშოს ნაკრებმა, უფრო კარგად ითმაშებს დარწმუნებული ვარ)) ან იაშკა ჩაუდგეს სათავეში ცოტახნით,
ზუზუ
06 სექტემბერი 2019 14:31
7
ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებში დაამტკიცა თავისი კლასი.ჩვენთან ბალერონები ყავს და ეს კაცი კიდევ ჭაბუკიანი არ არის ვაისია:):)
lasha
06 სექტემბერი 2019 13:07
17
ვაა გვეშველა მგონი...ამის გამშვები არავინაა და მისით მიდის... ახლა არ დაიწყოთ ზოგიერთებმა მაგარი ტრენერი არისო, მაგარი არა >>>
Maximus
06 სექტემბერი 2019 12:24
12
ვაისს საკმარისი პერიოდი ჰქონდა იმისათვის, რომ ეს ნაკრები ძირფესვიანად შეესწავლა.რაც გააკეთა, იმაზე მეტს ვერ გააკეთებს თუგინდ 10 წელს დარჩეს ნაკრებში. ამას ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა დაბალი კლასიც ემატება. ასეთ შემთხვევაში როდის წავა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, უბრალოდ პასუხისმგებლობის ამბავია, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებში უხელმძღვანელოს გუნდს, მეტი არაფერი
: )))))))
06 სექტემბერი 2019 12:10
2
ვერ გავიგე 2 დღიან შეკრებაზე როგორ უნდა შათამაშოს გუნდი, რომელის ყველა ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა გუნდებში გამოდის?! როცა ნაკრები გუნდის ბირთვი ერთი კლუბიდანაა მაგალითად, როგორც კიევის დინამო იყო სსრკ ნაკრების ბირთვი, მაშინ კიდევ შესაძლებელია 2-3 დღიან შეკრებაზე მწვრთნელმა საბაზო გუნდი რამდენიმე უფრო ძლიერი ფეხბურთელთ გააძლიეროს და თავისი ტაქტიკური სქემები ათამაშოს! ამასთანავე ნაკრების წვრთნელი ფეხბურთელს ვერ გაზრდის, მას სჭირდება ჩამოყალიბებული ფეხბურთელები. სანამ ვაისს გავუშვებთ უნდა ვიცოდეთ ვის მოვიაზრებთ მის შემცვლელად. ისე მგონი ვაისს თითონ ამოუვიდა ყელში საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა!
aburjga
06 სექტემბერი 2019 12:10
17
ორწლიანი შეკრება მეგობარო, ორწლიანი.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 02:07
0

სიახლეები პოპულარული