მიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

AutoSharing Option
5 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებდა. რა ხდება რეალურად?

Sportall.ge-მ გადაამოწმა ინფორმაცია ყაზახურ წყაროებთან და რეალურად ასეთი სიტუაციაა -
"ასტანა" ევროპა ლიგის ჯგუფშია და მათ მთავარ მწვრთნელთან, რომან გრიგორჩუკთან არც არანაირი პრეტენზია არ აქვთ. უკრაინელ სპეციალისტს კლუბის დატოვება თავისი სურვილით სურს. მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება. რის გამოც ის ვერ ტოვებს კლუბს, ეს მოქმედი კონტრაქტია, რომელსაც ზამთარში გასდის ვადა.

ვლადიმირ ვაისს ყაზახეთში კარგად იცნობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარკვეული საუბრები მასთან ნამდვილად იყო. თუმცა ამას ამ ეტაპზე
გარკვეული მიზეზების გამო არცერთი მხარე არ დაადასტურებს.

სლოვაკის პასუხი არ ყოფილა დადებითი. როგორც იცით, ვაისსაც საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი ზამთარში ეწურება. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში დარჩენა-არდარჩენა დამოკიდებული იქნება სექტემბრის მიმდინარე და ნოემბრის სანაკრებო პაუზის შედეგებზე. შესაბამისად, მას კონკრეტული პასუხი შესაძლო შეთავაზებაზე არ ჰქონია.

შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ვლადიმირ ვაისი ერთად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა ურთიერთობას.

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

altვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი აზრით ერთა ლიგის პლეიოფში ვაისმა უნდა უხელმძღვანელოს გუნდს . მანამდე მწვრთნელის შეცვლა გაუმართლებელი მგონია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯგუფში 6 დან 5 თამაშში გაიმარჯვა,ჯგუფი ულაპარაკოდ მოიგო რასაც ყველა მოვითხოვდით და ვფიქრობ ვაისმა უნდა ჩაამთავეოს ერთა ლიგა ბოლომდე.
irakli81
06 სექტემბერი 2019 11:45
21
ამ ეტაპზე მწვრთნელის შეცვლამ შეიძლება კიდევ ურო არიოს გუნდ.ჯობია პლეიოფებს ვაისთან ერთად შევხვდეთ და ევროპაზე თუ გავედით ახალი მაღალი დონის სპეციალისტი მოვიწვიოთ.ახლა კი ისევ ვაისი ჯობია სანამ ახალი მწვრთნელი გუნდს დაალაგებს დრო უნდა მაგას.
irakli81-llcl-ს
06 სექტემბერი 2019 13:13
13
ეს უსუსტესი ჯგუფი მოიგო ჩაკვეტაძის შესანიშნავ ფორმაში ყოფნამ, რომ არა ეს ბიჭი, ყაზახეთს ნამდვილად ვერ მოვუგებდით. არ მახსენდება კრიტიკულ სიტუაციაში, ოფიციალურ თამაშში რომ ოდესმე ვაისს რაღაც ტაქტიკური ცვლილება შეეტანოს და თამაში შემოეტრიალებინოს, ესე რომ რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი, რომ შემდეგმა მწვრთნელმა რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს გუნდთან ადაპტაცია და ბელარუსებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ
llcl
06 სექტემბერი 2019 11:57
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული