BREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

AutoSharing Option
უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური "ასტანას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

KazFootball.kz-ის ცნობით, "ასტანას" ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.

უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის "ასტანაში" 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი
მოიგო.

რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის "კაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

Sportall.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
საერთოდ რას მოდიოდა? რა მნიშვნელობა აქვს მთ. მწვრთნელი ვინ იქნება?
მთავარია:
1. ფეხბურთელები არ გვყავს და ამ საცოდაობას მწვრთნელი ვერ უშველის;
2. ფულის კეთებაა გაჩაღებული მწვრთნლისა და ფედერაციის ურთიერთობებში და ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება გინდა გვარდიოლა მოიყვანე და გინდა ფეოლა(ქართველი ფეოლა).
3. ჩამოვიდა ვაისი, ფული ორივე მხარემ იშოვა და დაიშლებიან. რა პრობლემაა... მოძებნიან ახალ პარტნიორს.
ზაზა
11:55 06-09-2019
1
დარდი მექნება.გამიქარვეთ
Giguha
00:18 06-09-2019
3

სიახლეები პოპულარული