#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

მიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

AutoSharing Option
5 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებდა. რა ხდება რეალურად?

Sportall.ge-მ გადაამოწმა ინფორმაცია ყაზახურ წყაროებთან და რეალურად ასეთი სიტუაციაა -
"ასტანა" ევროპა ლიგის ჯგუფშია და მათ მთავარ მწვრთნელთან, რომან გრიგორჩუკთან არც არანაირი პრეტენზია არ აქვთ. უკრაინელ სპეციალისტს კლუბის დატოვება თავისი სურვილით სურს. მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება. რის გამოც ის ვერ ტოვებს კლუბს, ეს მოქმედი კონტრაქტია, რომელსაც ზამთარში გასდის ვადა.

ვლადიმირ ვაისს ყაზახეთში კარგად იცნობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარკვეული საუბრები მასთან ნამდვილად იყო. თუმცა ამას ამ ეტაპზე
გარკვეული მიზეზების გამო არცერთი მხარე არ დაადასტურებს.

სლოვაკის პასუხი არ ყოფილა დადებითი. როგორც იცით, ვაისსაც საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი ზამთარში ეწურება. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში დარჩენა-არდარჩენა დამოკიდებული იქნება სექტემბრის მიმდინარე და ნოემბრის სანაკრებო პაუზის შედეგებზე. შესაბამისად, მას კონკრეტული პასუხი შესაძლო შეთავაზებაზე არ ჰქონია.

შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ვლადიმირ ვაისი ერთად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა ურთიერთობას.

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

altვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

 

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ