საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მომდევნო თამაშისთვის თბილისში ემზადება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში ქართველი ფეხბურთელები დანიას დაუპირისპირდებიან.

6 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, რომლებსაც კორეის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და მომავალი შეხვედრის შესახებ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა:

გურამ კაშია: "კორეის წინააღდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას პოზიტურად შევაფასებ. ბევრ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ამასთან ერთად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თამაშს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარი, სამწუხაროდ კარგად ვერ დავიწყეთ.

საერთო ჯამში ძალიან გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურია. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და გაშვებული გოლების ეპიზოდში უკეთესად უნდა გვემოქმედა.

წინ საკმაოდ საინტერესო და პრინციპული მატჩი გველოდება დანიის ნაკრებთან. კარგი შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებები 7 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. "დინამო არენაზე" დაგეგმილი მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში www.TKT.ge-ზე. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

შოთა
ჩაკვეტაძეე!!
Jordan Beli
სპეციალურად წერთ თუ რა არი? ვინ ჭანკოტაძე?ჭანკოტაძე დევი ვიცი და ნაცების დროს შტაბის უფროსი იყო...
Giorgi
საწმუხაროდ დანის დონემდე ჯერ ბევრი გვიკლია,მაგრამ გვყავს საბედნიეროდ ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც მეტ ნაკლებად მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და აქვთ სათამაშო პრაქტიკა ნელ ნელა მოდის თაობა რომელსაც აქვს შანსი მომავალში წარმატების მიღწევის პრინციპული არ არის დანიას მოვუგებ თუ არაა მთავარია ნაკრებმა კარგი გამართული თამაში აჩვენოს და იმ ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი ვინც მომავალში ნაკრების წევრებად განიხილებიან.
თენგაბი
კარებში ლორია. მაკარიძეს ძაან მოკლებული აქვს. დაცვის ცენტრში კაშია ტაბიძე, ფლანგებზე - დვალი და გვრიგალავა. ოღონდ მეტოქის ნახევარზე გადასვლა უნდა აუკრძალო. კაკაბაძე დაცვასაც აკლია და შეტევაში ბევრს ვერაფერს აკეთებს, მაგ საქმეს ფლაგის ნახევარმცველი და ფლანგის თავდამსხმელი უკეთ გააკეთებან. იგივე ითქმის ხარაბაძეზე. ნახევარდაცვა, ცენტრში, გვილია, ან ჯანო, ან აბურჯანია. ფლანგებზე პაპუნაშვილი და ხარაიშვილი. ამპლუით ჩამშლელი და შემქმნელი ფეხბურთელები დროების მოტანილი სიმახინჯეა. ნახევარმცველი უნივერსალური ფეხბურთელია, რომელიც დაცვასაც ეხმარება და შეტევასაც, შესაბამისაც მეტოქის შეტევის ჩაშლაც უნდა ეხერხებოდეს და საკუთარი გუნდის შეტევის ორგანიზება. თავდასხმა სრულყოფილი განლაგებით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცენტრი ქვილითაია, ფლანგებზე ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი.
შოკირებული გულშემატკივარი
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ახალი სირცხვილისათვის ემზადება
vaa
ვააა, ვანგა???
შოთა
დანია დაკარგავს ქულებს!! ამ შემადგენლობას პლიუს ჭანკოტაძე და... ევროპაზეც გავაალთ!! თუ კოსოვომ არ მოგვიგოო!!
ოკრიბელი
აბა მე რა ვთქვა. დავწერე ყაზაიშვილი ეგოისტი და გუნდის ერთიანობისთვის მავნეა და არ მიბეჭდავენ.
ემზარ დუისბურგი
ტვინი სადააქვთ მაგენს? ამას ვერ ხედავენ მაგრამ მე სამართლიან პოსტებს მიბლოკავენ .....
ვვვ
ფოტოზე მაინც არ გეწეროს 8 სექტემბერი ))
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]