ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
ვაიიისსს,კარგი ოკულისტი გჭირდება(თ). ხარაიშვილიც და ზარანდიაც ნორმალურ კლუბებში არიან და კარგადაც გამოიყურებიან.მათ ტრანსფერებში ფული ვერ აიღე(თ)და ამიტომაც არ იძახებ(თ).ვისთანაც და ვის მენეჯერთანაც ხართ შეკრულები იმათ იძახებთ. ვისგანაც თანხას მოელი(თ).
ბონდო დოლაბერიძე ,,ფეოლა,,
17:15 07-09-2019
15
კარგი რა, ვლადიმერ, ამ ეტაპზე ჭანტურიშვილი და პაპუნაშვილი იყო გამოსაძახებელი და ხარაიშვილი და ზარანდია - არა? დროა გულშემატკივარმა სტადიონზე სკანდირება დაიწყოს ხარაიშვილისა და ზარანდიას გვარების, თორე სხანაირად არ ესმის ამ კაცს.
ლაშა
17:17 07-09-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული