კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი თამაში ნაღდად არ ვარგოდა კარში არ დაურტყამთ ბოლოსდაბოლოს ჯარიმას ბოლო წამზე თუ არ ჩავთვლით ...მაგრამ ადრინდელს ...კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ ეს ჯობს ცუდად ვითამაშეთ მაგრამ ქულა ავიღეთ ...შედეგი მართლაც არ არის ცუდი იქ 1:5 ის შემდეგ აქ მინიმუმ 1:2 -ს ველოდი ...მაგარია და გაგვიმართლა რომ ჩემსავით შეცდნენ დანიელები და სათანადოდ არ დაგვაფასეს და გიბრალტარს შეგვადარეს ....ახლა ღმერთმა ქნას და თუ ვივარგებთ დანიელებს მოუწევთ ტელევიზიით ევრო-ზე ჩვენი ნახვა !!!! ასე იქნება თუ ისე მაგას მომავალი გვიჩვენებს მაგრამ დანია რომ შოტლანდიის სიაში აღმოჩნდება ეს თითქმის გარდაუვალია !!!
მოკითხვა ერიქსენს გიბრალტართან ერთად
08 სექტემბერი 2019 22:36
3
რა შეგვადარეს? რა შუაშია შედარება?
შეგვადარეს და ფეხი-ფეხზე გადაიდეს?
ძალიან ჭირდებოდათ 3 ქულა და ერთს დასჯერდნენ?
.
08 სექტემბერი 2019 23:00
1
ყურადღება მიაქციეთ ოქრიაშვილს და უფრო დავაფასოთ ბოლომდე თამაშობდა მიუხედავად იმისა ფორმაში რომ არ არის როგორ ირბინა მაინც ამდენი!
.
08 სექტემბერი 2019 22:30
1
ოქრი ნაკრებში,ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.ამიტომ უფრო მეტად მიყვარს.
სოსო
09 სექტემბერი 2019 01:27
0
წინა შეხვედრა 4-2 წავაგეთ. ჩვენ და ფიფას ჩვენი თვლა გვაქვს.
ddgfdf
08 სექტემბერი 2019 22:30
1
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, ერიქსენის დანაქადნების შემდეგ იმედი მომეცა, იქნებ, თავმოყვარეობამ გაიღვიძოს თქო ბიჭებში და ასეთი გამწარებული (კარგი გაგებით) საქართველოს ნაკრები, აღარც მახსოვს, როდის ვნახე... თბილისში ჩამოსულ გრანდებსაც კი არასდროს ავუგდივართ აბუჩად და თუ გახსოვთ, ყაზახებსაც როგორ მწარედ ვანანეთ, ჯუჯები რომ გვიძახეს... ახლა ისღა დაგვრჩენია, ბაწკასაც (თენგიზა კიტოვანს არ ვგულისხმობ) ვანანოთ და თუ კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს ჭკუა ეყო და სიფრთხილე გამოიჩინა, მაშინ მხოლოდ დურუ ხუნჭუას იმედად თუ ვიქნებით....
მ.ტ.
08 სექტემბერი 2019 22:29
0
ერთა ლიგაში ბელორუსიც და სხვა ნახევარფინალისტებიც განწირულნი არიან ჩვენთან მარცხისთვის,რამდენიც არ უნდა გააწბილოს კოსოვომ და მაკედონიამ უფრო მაღალი დონის მეტოქეები.მერე თუ გინდ დურუ ხუნჭუა კი არა კაციჭამია დურუ ხურცილავაც გადმოიბირონ.
სხვა
08 სექტემბერი 2019 23:34
4
პასი ვაკო პასი დროული რა გახდა ბიჯოოო...
ლადო
08 სექტემბერი 2019 22:29
0
როცა ვაკო საჯარიმოში პასს აკეთებს,ეს ჩვეულებრივ საგოლე პასია,მაგრამ არ აკეთებს და რა გინდა გააკეთო
სოსო
09 სექტემბერი 2019 10:48
0
ფუ რა საგოლე დარტყმისთვის პასი არ გააკეთა ,კორეასთანაც იგივე ქნა ,სერბიასთანაც
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2019 23:26
0
დანიის დამსახურებული ფრე.
ddgfdf
08 სექტემბერი 2019 22:25
1
სამწუხაროდ გულშემატკივარიც დაჩიავდა, სახლში არაფრისმომცემი ფრე რომ გაგხარდება ჩვეულებრივ გუნდთან, ფეხბურთელებს რა უნდა მოთხოვო....
goga
08 სექტემბერი 2019 22:21
20
ირლანდიასთან ვიგებთ!
ვასიკო
08 სექტემბერი 2019 22:18
2
უამრავი შეცდომა.ანანიძეს კუდე რა ეირ ძლივს დადის მოედანზე. ბოლოსკენ როგორ გაწვა მინდორზე ოქრიაშვილთან ერთად. ასეთი საცოდაობა...
მატჩის საუკეთესო მოთამაშეები კიტეიშვილი და ქვილითაია.
ისე ქვილითაიას დონის მოთამაშე გენტის სათადარიგოდ ცოდვაა
გიორგი
08 სექტემბერი 2019 22:18
2
აუ კარგი რა ,კონკრეტულად ჯანოს თან რა გინდა ? ბევრს თამაშობს სპარტაკში?რაღაც ბოლო 10 ცუთს რომ შემოაგდებენ ,ისიც იშვიათად !
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2019 23:36
3
მე სხვა თამაშს უყურე სად იყო კარგი თამაში...? კარში დარტყმა 0
მოთამაშე
08 სექტემბერი 2019 22:18
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული