კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
სანამ ფრეს თამაშებით დავკმაყოფილდებით და არ ვიქნებით მაქსიმალისტები მოთხოვნებში, იქამდე სულ ასეთ ჭაობში ვიქნებით.
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2019 22:17
21
მე კორეასთან თამაშიც მომეწონა, რაც აჩვენა ამ ორმა თამაშმა: კიტეიშვილი და გრიგალავა უეჭველი სანაკრებო ხალხია. გრიგალავა ძალიან კარგი და თავდაჯერებული მცველია, რატომ მოიაზრება სათადრიგოდ, ვერ ვიგებ, ფლანგიც იცის და ცენტრიც, თამამი და უშუალოა ბურთთან, რაც მცველისთვის იშვიათობაა. კიტეიშვილი არის მაღალი კლასის ფეხბურთელი. ამ
ორის გარდა ნაკრებში გარანტირებულ ადგილს მივცემდი ქვილითიას, ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას, კვირკველიას, კვეკვესკირს და გვილიას, დანარჩენ ადგილებზე უდიდესი არჩევანია და კარგი გუნდის დაყენება შეიძლება, დიდი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდის
ბმბ
09 სექტემბერი 2019 00:15
5
რაგვარიხარ ჯიმა?)
kkkk
09 სექტემბერი 2019 04:59
0
წარმატებები, ბიჭებო,დუხით არ დარჩეთ.
ზაზა
08 სექტემბერი 2019 22:39
1
ვაისი უნდა გახდეს რაგბის ნაკრების მწვრთნელი, სასწრაფოდ!!! სხვა შანსი მსოფლიოზე არ გვექნება, მოიყვანეთ ვაისი რაგბში!!!
რომანა
08 სექტემბერი 2019 21:56
26
მაგრად იბრძოლეს ძალიან აბსოლუტურად ყველამ.დაიმსახურეს ქულა.კიტეიშვილმა ძაან მაგრად ითამაშა.კაშია,ქვილითაია,ლორია,გრიგალავა...მგონი კანკავა-კვეკვესკირი აღარაა საჭირო,ტიპები ტობოლში თამაშობენ,აბურჯანია და კიტეიშვილი შტურმსა და ტვენტეში.ყვითლების გარეშე დაასრულეს თამაში,კანკავა ვერ ახერხებს თამაშის ყვითლის გარეშე დასრულებას.
gocha
09 სექტემბერი 2019 10:18
2
2 ნომერზე კაკაბაძეს თუ არ გამოუჩნდა კონკურენტი დაცვის ეს ფლანგი სუსტ წერტილად ჩამოყალიბდება და მოწინააღმდეგე მაგ ფლანგზე ააწყობს თამაშს. თავდასხმაში ისეთს არაფერს აკეთებს რომ დაცვაში უსუსური თამაში გადასწონოს.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 11:18
1
გრიგალავა ძალიან პროდუქტიული ბიჭია.ტყუილად არაა მის კლუბში ერთ ერთი ლიდერი.ძირითადის კაცია.
რუსლანი
09 სექტემბერი 2019 09:51
0
მიუხედავად ქულის აღებისა, ამ ეტაპზე კარგს ვერაფერს ვიტყვი ნაკრების თამაშზე.. მომენტებს ვერ ქმნიან და 0-0 არაა ის შედეგი, გაძლებაზე კმაყოფილი რომ იყო.. ნიკა მალი დახატავდა ნაკრებს!!! ლაკვეხელიანიც მაგარი ბიჭია. ამასობაში ჩაკვეც გამოჯანმრთელდება და რაღაცას დაემსგავსება ნაკრები..
ეჰ, არადა ვიმსახურებთ ქართველი გულშემატკივარი ძლიერ ნაკრებს და ლამაზ ფეხბურთს..
s.s.
08 სექტემბერი 2019 23:13
25
მშვენიერი მაჩი ჩაატარა ჯიმი ტაბიძემ, მალისთვის ჯერ ადრე ნაკრები წინ კი კარგად მიდის მაგრა დაცვაში მაგრად უჭირს
გიონატ
08 სექტემბერი 2019 23:44
4
არა, არ მგონია მარტო ეგ.. ავღნიშნე მომენტებს ვერ ქმნიანთქო და გამგები გაიგებდა რაც დავწერე.. რაც შეეხება ფლანგებს, შენ ნიკა მალისნაირი მოთამაშე თუ მხოლოდ ფლანგის მცველი გგონია, სხვა სპორტზე აკომენტარე ჯობია..
s.s.
08 სექტემბერი 2019 23:42
12
ყველა გამოხმაურება
რა გირხარიათ თქვე უბედურებო ბოლოდან მეორე ადგილი?
lasha
08 სექტემბერი 2019 23:12
33
შენ რამ გაგაბოროტა შე მართლა უბედურო
Grisha
09 სექტემბერი 2019 00:43
2
ასეთ კომენტარს რატო აკეთებ.ვინ გყავს ჯგუფში რა დონის ნაკრებებ გადახედე
Buxrika
09 სექტემბერი 2019 00:12
1
ნაკრებს რა უნდა მოთხოვო? როცა როცა გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან ბურთი თუ თავზე არ დაგახიეს? მოკლეთ რაც გულშემატკივრები ის ნაკტრებიც!
gurami
09 სექტემბერი 2019 15:40
10
ვაისზე უკეთესი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყოლია და დიდი ხანი არც ეყოლება. რომელი მწვრთნელის დროს თამაშობდა საქართველო უფრო დალაგებულ ფეხბურთს?
გიორგი
09 სექტემბერი 2019 00:09
22
უკეთესი მწვრთნელი როგორ არ ჰყავდა საქარველოს ნაკრებს,თამაშის ხარისხიდან გამომდინარე,აი შშედეგის თვალსაზრიშით აფსოლიტურად გეთანხმებით და მე რომ არ დაგეთანხმოთ ფაქტი სახეზეა ბოლოს და ბოლოს ჯგუფიდან გავედით! მე საუკეთესო ნაკრებად ჩივაძის ნაკრები მიმაჩნია სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, თუ გახსოვთ რათქმაუნდა
gogia
09 სექტემბერი 2019 09:58
0
ფეხბურთში შედეგია მთავარი და არა ჯიგრულად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ. ჩივაძეს რომ ფეხბურთელები ჰყავდა ვაისს რომ ჰყავდეს უეჭველი გაიყვანდა ან ევროპაზე ან მსოფლიოზე.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 11:04
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული