ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა, ნამატჩევს კი  საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.

თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი. 

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ოცი წლის შემდეგ
პირველად მივიღე ყვითელი ბარათი. მსაჯობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იყო რამდენიმე სადავო მომენტი, სადაც ჩვენს სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. აგრეთვე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში პენალტი არ იყო.

დიდი დანაკლისი იყო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით. კიტეიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის კარგი იყო ყველა კონტექსტში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც, მან თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატი მისთვის საკმარისი არ იქნება. აბურჯანიას დიდი ხანია არ უთამაშია, გადავიდა უკეთესს გუნდში და ეს ნაკრებზეც აისახა.

გია გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დავაბრუნეთ ნაკრებში. გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს, საკმაოდ ძლიერია და მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერია.

ცვლილებებს ვახორციელებ საჭიროების მიხედვით და ხშირად ნაადრევი ცვლილებები არ არის აუცილებელი.

ყველას რაღაც უნდა, ვიცი გულშემატკივარს სურს გამარჯვება. ზოგს ხარაიშვილის, ზოგს ზარანდიას, ზოგს შენგელიას თამაში უნდა - მე დავიღალე ამ კითხვებით. გადახედეთ თქვენს მეტოქეს, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები? შემადგენლობის შერჩევა ჩემი კომპეტენციაა.

რაც შეეხება ვაკო გვილიას, ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, კონკრეტულად ამ შეხვედრაში როდესაც შედგა ტაქტიკური შემადგენლობა, მე გავაფრთხილე ის, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და მან ეს ყველაფერი მიიღო პროფესიონალურად.

რაც მეტი კონკურენცია იქნება საყრდენ ზონაში, მით უკეთესი, ნიკა კვეკვესკირის დაბრუნების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვათამაშებ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს.

შეგხვდებით ყველა უახლოეს მომავალში, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველას".

 

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]



altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ

Sportall.Ge






მკითხველის კომენტარები / 33 /
ორი პოსტსაბჭოთა სივრცის უსუსტეს გუნდს მოუგო(ისიც საკითხავია ჩაკვეტაძე რომ არ ყოლოდა მოიგებდა თუ არა)მეტი რომელი ევროპული გუნდისთვის ააქვს მოგებული გიბრალტარის და ანდორის გარდა ხომ ვერ მეტყვით ამდენი ხნის განმავლობაში.და ეს კაცი უნდა დარჩეს.
კახა ქ.
09 სექტემბერი 2019 17:30
4
შვილიშვილი ბაბუას რომ ერთ საქმეს ასწავლის ისეა თქვენი საქმე. ვაისს ასწავლის ფეხბურთს ის ხალხი ვისაც სკოლის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 11:19
4
კომენტარებში ნახსენები ყველა ფეხბურთელი ერთი დონისაა და არა მგონია რომელიმე მათგანი ვთქვათ ანანიძის ან ოქრუაშვილის მაგივრად რომ დაეყენებინა უკეთესად გაირჯებოდნენ.მაგრამ ბოლო 15 წუთში დანიელებს დაღლა რომ დაეტყოთ შეიძლებოდა ახალი ფეხბურთელების შემოყვანა.მაგრამ ვაისს გარისკვა არ უყვარს.ჩემი აზრით გამორჩეულები კაშია,კიტეიშვილი და ქვილითაია იყვნენ და რა თქმა უნდა მეკარე.გულდასაწყვეტია კაკაბაძე რომ ვერ უმატებს.დიდი პრობლემაა მარცხენა მცველიც.
ჩემი აზრით
09 სექტემბერი 2019 11:08
3
ამ კაცს ჯერ სრულყოფილი თამაში არ მოუგია და რაზე ეძლევა ხელფასი თუ იცით? დანიელების ფრემ და სომხეთის მოგებამ ბოსნიასთან ბერძნებს არ ვამბობ) არნახული ფული მოახევინა ტოტალიზატორებს
123
09 სექტემბერი 2019 10:54
8
კანკავა-კვეკვესკირს ვფიქრობ კიტეიშვილი_აბურჯანია_გვილია სჯობს.ტობოლში თამაშობენ და ყვითლის გარეშე ვერ ამთავრებენ თამაშს ნაკრებში,შტურმი,ტვენტე და ლეგია მგონი სჯობს ყაზახეთს...თან ყვითელი არ მიუღია არცერთს დანიასთან.კანკავა ყვითლის გარეშე დაამთავრებდა ამ თამაშს?
gocha
09 სექტემბერი 2019 10:24
1
და რო მოდიოდი არიცოდე სად თამაშობდნენ ქართველები და სად სხვა ქვეყნის ფეხბურთელები თუ რა გეგონა რო სულ ანდორებს (მაგასაც რო ვერ მოუგებ) და გიბრალტარებს შეხვდებოდი? ნუ აგვატკიე თავი მაგ ფრაზით ეგ ჩვენც ვიცით. ჩადი შვედეთში შენი მოვალეობა ხომ ეგაა ნახე საქმეში ის ხალხი ვინც გამოგადგება. დაესწარი თამაშს იქმებ მოგწონს და იძახებკიდეც ამ ხარაიშვილს. ამ ყაზაილშვილმა კი ისწავლოს პასის გაცემა არშეიძლება ამდენი გაფუჭება არა გაეცი პასი გაეცი
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2019 09:55
7
ეს საერთოდ ჩაციკლულია ხარაიშვილზე, კაცი ყველა თამაშში მონაწილეობს შვეციაში, თან როგორ თამაშობს და რას კადრულობს, ზოგს ხარაიშვილი უნდა ნაკრებშიო, საქმეს უნდა და არა ზოგს.
გელა
09 სექტემბერი 2019 07:54
8
ეს საერთოდ ჩაციკლულია ხარაიშვილზე, კაცი ყველა თამაშში მონაწილეობს შვეციაში, თან როგორ თამაშობს და რას კადრულობს, ზოგს ხარაიშვილი უნდა ნაკრებშიო, საქმეს უნდა და არა ზოგს.
გელა
09 სექტემბერი 2019 07:28
7
აქ ერთი კომენტარში ამბობს რო ხარაიშვილის, ზარანდიას და ლობჟანიძის ნაირი ფეხბურთელები თურმე ჩვენ ჩემპიონატში ყრია. გამოდი ვაისს გიცანით.d.d.
a.a.
09 სექტემბერი 2019 03:15
1
ხოდა სრულყოფილი თუ იყო, შეუტიე შე კაი კაცო. დააყენე ხოლმე მერე შემტევი შემადგენლობა, ვინ გიშლის ხელს
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2019 02:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული